სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11216

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
კონსტანტინე გელოვანი ლევანის ძე (1873-1932) საქარელოს გენერალი დაბ. სოფ. სპათაგორი ცაგერი კონსტანტინე გელოვანი ლევანის ძე (1873-1932) საქარელოს გენერალი დაბ. სოფ. სპათაგორი ცაგერი კონსტანტინე გელოვანი ლევანის ძე (1873-1932) საქარელოს გენერალი დაბ. სოფ. სპათაგორი ცაგერი

1873-1932 წწ. გარდ. 59 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გელოვანი სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

კონსტანტინე გელოვანი ლევანის ძე (1873-1932) საქარელოს გენერალი დაბ. სოფ. სპათაგორი ცაგერი

გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე (8 დეკემბერი 1873-1932)  თავადი, გენერალ-მაიორი (1919), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1915) და "გიორგის ჯვრის” III ხარისხის ორდენები (1918), დიდი ბრიტანეთის „სამხედრო ჯვარი“. დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია.



1892 წლიდან მსახურობდა მეფე მიხეილ თევდორეს ძის, ერევნის მე-13 ლეიბ-გრენადერთა პოლკში. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი და 1897 წელს მიენიჭა პოდპორუჩიკის წოდება; 1904 წლამდე იმავე პოლკში მსახურობდა; რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომის დროს გადაიყვანეს ყუბანის მე-7 პლასტუნის ბატალიონში; 1904 წლიდან პოდესაული; 1907 წელს დააბრუნეს ერევნის პოლკში;


1907 წლიდან შტაბს-კაპიტანი; პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტზე; მეთაურობდა IV ბატალიონს; ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გააგრძელა სამსახური; 1916 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; პოლკში მსახურობდა მის დაშლამდე; 1916 წლის დეკემბერში, დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილ, მე-2 არმიის კორპუსთან არსებულ, კავკასიის მე-2 გრენადერთა დივიზიის მანგლისის 23-ე გრენადერთა პოლკის მეთაურად; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების შემდეგ დიდი წვლილი მიუძღვის ქართული რეგულარული არმიის შექმნაში; იყო სამხედრო საბჭოს წევრი; 1918-1921წწ. იყო ქართული არმიის პირველი დივიზიის მე-4 ლეგიონის მეთაური. თავადი, რუსული და ქართული არმიების მთვარსარდალი, 1919 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის : მედალი "რომანოვების სახლის მეფობის 300 წლისთავისათვის" (1913), მედალი "1812 წლის სამამულო ომის 100 წლისთავისათვის" (1912), მედალი "პოლტავის ბრძოლის 200 წლისთავისათვის" (1909), ორდენი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (The Distinguished Service Order (DSO), დიდი ბრიტანეთი) და სხვ.

წყარო: grwar.ru




ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)
  • 1915 - წმინდა გიორგი IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)

კონსტანტინე ლევანის-ძე გელოვანი, თავადი

(08.12.1873 -1932)

გენერალი (16.02.1919)

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ სპათაგორში. 

ჯარში მსახურობდა 1892 წლიდან. 

1897 წელს დაამთავრა ტფილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი. 

1897-1904 წლებში მსახურობდა ერევნის მე-13 ლაიბ-გრენადერთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში. 

1904-1907 წლებში მსახურობდა ყუბანის მე-7 პლასტუნთა ბატალიონში. პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918) სოფელ ჩერვონოვოსთან ბრძოლაში მიიღო კონტუზია ბრიზანტული ჭურვით , მაგრამ დარჩა მწყობრში. იბრძოდა ჩრდილოეთ-დასავლეთის ფრონტზე. 

1916 წლის 1 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 

1916-1918 წლებში იყო მანგლისის 23-ე გრენადერთა პოლკის მეთაური. 

1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 

დიდი წვლილი შეიტანა ქართული რეგულარული არმიის შექმნის საქმეში, იყო სამხედრო საბჭოს წევრი. მეთაურობდა 1-ი ქართული დივიზიის მე-4 პოლკს.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. 

დაკრძალვის ადგილი უცნობია (ავტ.შენიშვნა). 

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო

«წმ.გიორგის»  IV  (06.07.1915) და III ხარისხის ორდენებით (1918).

საბრძოლო დამსახურებისა და  სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო:

 «წმ.ანას»  IV («მამაცობისათვის»-1905), III (მახვილებით და ბაფთით- 1915) და II (მახვილებით) ხარ.ორდენებით. 

«წმ.სტანისლავის»  III (მახვილებით და ბაფთით-1905) ხარ. ორდენით, «წმ.ვლადიმერის»  IV (მახვილებით და ბათით) ხარ. ორდენით.

ინგლისის  « განსაკუთრებული დამსახურებისათვის» ( The Distinguished Service Order (D.C.O-1915) ორდენით.




ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი


ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0