სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ოქროსციხე  XIII საუკუნე  ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი ოქროსციხე  XIII საუკუნე  ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი ოქროსციხე  XIII საუკუნე  ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი ოქროსციხე  XIII საუკუნე  ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი ოქროსციხე  XIII საუკუნე  ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი ოქროსციხე  XIII საუკუნე  ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი
ბმულის კოპირება



ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

623       ბეჭდვა

ოქროსციხე XIII საუკუნე ბოლაჯაური, ადიგენი, სამცხე-ჯავახეთი

ოქროს ციხე – ციხესიმაგრე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში.
ოქროს ცახე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება ე. წ. მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.

ინფორმაცია მოგვაწოდა თეიმურაზ ხარაიშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0