სოლომონ ყარალაშვილი გაბრიელის ძე (1870-1924) საქართველოს გენერალი წარმ. ართანა თელავი
ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე (2 აპრილი 1870-1924) თავადი, გენერალ-მაიორი (1919).
1900-1901 წლებში მონაწილეობდაჩინეთისლაშქრობაში. 1910-1911 წლებშიკავკასიისმეფისნაცვლის ბეროფიცერია, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვედენოს ოკრუგის ხელმძღვანელი.პოლკოვნიკი(1916). დაჯილდოებული იყო წმ. ანას მე-3 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენებით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოსშეიარაღებულ ძალებში. გენერალი (1919). იყო ქალაქ ფოთის პორტისა და სარკინიგზო სადგურის უფროსი. ექვემდებარებოდა ფოთში დისლოცირებული შენაერთები დაჯავშანმატარებელი.1924 წლებში ანტისაბჭოთა აჯანყებისდროს იყო დასავლეთსაქართველოშიმოქმედი აჯანყებულირაზმებისხელმძღვანელი.აჯანყებისმარცხის შემდეგ შეიპყრეს და დახვრიტეს.
მიხეილ ბახტაძე
სოლომონ გაბრიელის-ძე ყარალაშვილი, თავადი
(02.04.1870-31.08.1924)
გენერალი (1919)
დაამთვრა ჩუგუევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი.
მონაწილეობდა (1900-1901) წლების ლაშქრობაში ჩინეთში. მსახურობდა კავკასიის I-ი საარმიო კორპუსის მეთაურის ადიუტანტად, შემდეგ იგივე თანამდებობაზე ციმბირის მე-3 საარმიო კორპუსში.
1910-1911 წლებში მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან სამხედრო-სახალხო სამმართველოში.
1911 წლიდან მსახურობდა თერგის მხარის ვედენოს ოლქის (ჩეჩნეთი) სამხედრო უფროსად.
ცნობილია იმით, რომ 1913 წელს, მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაჭერილი იქნა ცნობილი აბრაგი ზელიმხანი (ზელიმხან ხარაჩოელი), რისთვისაც მას ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება (06.12.1913).
1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ცხინვალის ლაშქრის უფროსი. იყო ფოთის პორტისა და სადგურის გენერალ-გუბერნატორი და ფოთში განლაგებული ჯარების და ჯავშან - მატარებლის უფროსი.
1924 წლის აჯანყების დროს ეკავა დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლის თანამდებობა. დახვრიტეს 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ.
დაჯილდოებული იყო
,,წმ.ანას,, მე-III (1905) და ,,წმ.სტანისლავის.. მე-II ხარ.(1908) ორდენებით.