სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11124

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე საბა (ლაშა ანდრიას ძე ინწკირველი დ.1981) ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი სოფ. ვაკიჯვარი ოზურგეთი გურია
ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

330       ბეჭდვა

მეუფე საბა (ლაშა ანდრიას ძე ინწკირველი დ.1981) ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი სოფ. ვაკიჯვარი ოზურგეთი გურია

ყოვლადუსამღვდელოესი საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი


ერისკაცობაში – ლაშა ანდრიას ძე ინწკირველი

დაიბადა: 1981 წლის 22 ივნისს, ოზურგეთის რაიონის, სოფ. ვაკიჯვარში.

ანგელოზის დღე: 18 დეკმებერი – ღირსი საბა განწმედილის ხსენება.

ბერად აღკვეცა: 29. 06. 2009

დიაკვნად კურთხევა: 05. 07. 2009

მღვდლად კურთხევა: 26. 10. 2010

ეპისკოპოსად კურთხევა: 24. 06. 2013

მისამართი: 62 Charles st. Ashley. PA. 18706

ტელ.: (+ 1 267-777-0971)


ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქია (აშშ და კანადა)


ვრცლად:


1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით მან ჩააბარა ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში. სტუდენტობის პერიოდში ის დაინტერესდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას წავიდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე.


2000 წელს სასულიერო სასწავლებელის დაასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს-პატრიარქის ილია II და მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით ის სერბეთში გაემგზავრა. 2001-2007 წელეებში სწავლობდა ბელგრადის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსტიში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე.


საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა. მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ის მორჩილად აკურთხა , უწოდა სახელი ლაშა-გიორგი და ასევე დანიშნა ეპარქიის მდივნად. 2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი- საბა. ამავე წლის 5 ივლისს, ბერი საბა ეკურთხა ბერ-დიაკვნად.


2010 წელს უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა -კურთხევით ბერ-დიაკონი საბა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2010 წლის 26 ოქტომბერს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ის აკურთხა მღვდელ-მონაზვნად და ჩააბარა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერი და წმინდა გიორგის სახელობის სამრევლო პენსილვანიის შტატში.


საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ის პირველი ქართველი სასულიერო პირია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე იქნა ხელდასხმული. ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის 2011 წელს 22 მაისს მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, მღვდელ-მონოზონ საბას იღუმენობა მიანიჭა. 2013 წელს ის დანიშნა ბრუკლინში ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართული სამრევლო წინამძღვრად.


2013 წელის 9 თებერვალს მამა საბა აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 2013 წელის 13 ოქტომბერს მას მიენიჭა მანტიისა და კვერთხის ტარების უფლება. 2014 წლის 3 ივნისს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი საბა გამორჩეულ იქნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად.


2014 წლის 22 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სა და წმინდა სინოდის წევრების მიერ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტი საბა ეპისკოპოსად იკურთხა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0