სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი X საუკუნე, ბიჭვინთა, გაგრა,აფხაზეთი
ბმულის კოპირება



გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

490       ბეჭდვა

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი X საუკუნე, ბიჭვინთა, გაგრა,აფხაზეთი

ბიჭვინთის ტაძარი — X საუკუნისბიჭვინთის საეპისკოპოსოს ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, მდებარეობს ბიჭვინთაში. ბიჭვინთის ტაძარი, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში, მაგრამ მისი გარეგნული სახე, საქართველოს სხვა ძეგლებისაგან განსხვავებით, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს ბიზანტიურშენობებთან.

თეიმურაზ ბატონიშვილის გადმოცემით ბიჭვინთის ეკლესიის ადგილას იდგა ივერიელთა მთავარი სალოცავი — ბოჩის ტაძარი.

საეკლესიო გადმოცემით, ბიჭვინთის სანახებში I საუკუნეში წმ. ანდრია მოციქულს უქადაგია და ამიტომაც ბიჭვინთის საეპისკოპოსო კათედრას „წმ. ანდრიას საყდრად” მოიხსენიებენ. დღევანდელი გუმბათიანი საკათედრო ტაძარი X-XI საუკუნეებშია აგებული. III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ბიჭვინთა მნიშვნელოვან საეკლესიო ცენტრად იქცა, რასაც მოწმობს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა 325 წელს ქ. ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. საუკუნეების განმავლობაში ბიჭვინთაში მდებარეობდა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი, რომელიც XVI საუკუნის შუა ხანებში, ჩრდილო კავკასიელ მთიელთა შემოსევების შემდეგ, გელათში გადმოვიდა. XVII საუკუნეში ბიჭვინთის ტაძარი მიტოვებული იყო და არ ფუნქციონირებდა. XVIII საუკუნეში ტაძარს მეხი დაეცა და ძლიერ დაზიანდა.

ბიჭვინთის ტაძარი წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, დასავლეთით ნართექსით, ხოლო აღმოსავლეთით 3 შვერილი აფსიდით. აღსანიშნავია, რომ ნართექსი საქართველოში იშვიათად გვხვდება, შვერილი აფსიდები კი ახასიათებს საქართველოს ადრინდელი პერიოდის ეკლესიებს, ხოლო უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს, შავი ზღვის სანაპიროს ძეგლებს (თუმცა აქა-იქ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოშიც). ტაძრის დასავლეთი მკლავი სამმხრივი პატრონიკეთია აღჭურვილი. გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლებსა და ორ ბურჯს. ბიჭვინთის ტაძარი ნაგებია მონაცვლეობით ნაწყობი ბრტყელი აგურისა და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით. გუმბათის ყელი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ტაძარი შიგნით მოხატული იყო, მაგრამ XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ის შეაკეთეს, შეცვალეს გუმბათის ფორმა, შელესეს და შეათეთრეს ფასადები, რის გამოც ნაგებობამ სახე იცვალა, დამახინჯდა და ძველი მოხატულობა განადგურდა, განადგურდა ასევე ნართექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებული პატარა, აფსიდიანი საძვალე და მის კედლებზე იმდროისათვის შემონახული მოხატულობა, რომელიც XVI საუკუნის II ნახევრით არის დათარიღებული. XX საუკუნის 60-იან წლებში ქართველი სპეციალისტების - აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის რეკომენდაციითა და პროფესორ ვახტანგ ცინცაძის ხელმძღვანელობით, ტაძარში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, მოიხსნა შელესილობა, გამოიცვალა სახურავი, მოწესრიგდა ეზო და ტაძრის თავდაპირველი იერსახე აღდგა.სამუშაოების შესრულების დროს ტაძრის ინტერიერში აღმოჩნდა ძველი მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ტაძრის ირგვლივ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა: პატარა ეკლესიები, სამლოცველოები, მონასტრის საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0