1997 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკურთხევით განაწესეს
ურბნისისა და რუისის ეპარქიაში. იმავე წლის 28 ივლისს ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსმა
იობმა ბერად აღკვეცა და სახელად უწოდა გერასიმე.
1997 წლის 20 ივლისს ხელი დაასხეს იეროდიაკვნად, ხოლო იმავე წლის 10 აგვისტოს _ მღვდელ-მონაზვნად და
დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, 1998 წლის 17
მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)
გვ44
იანვარს მღვდელ-მონაზონი გერასიმე საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიაში, სოფელ პატარძეულის ღმრთისმშობლის შობის
ტაძრის მოძღვრად დაინიშნა.
1998 წლის 18 თებერვალს საგარეჯო-გურჯაანის მთავარეპისკოპოს აბრაამის მიერ დაინიშნა საეპარქიო საბჭოს
მდივნად.
1998 წლის 29 მარტს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონი გერასიმე ეკლესიაში ერთგული მსახურებისთვის
სიონის საპატრიარქო ტაძარში აღამაღლა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
1998 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე იღუმენი გერასიმე გამორჩეულ იქნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსად.
2002 წლის 9 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსოეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, შემდგომ _ საგარეო
საქმეთა ურთიერთობების თავმჯდომარედ.
2006 წელს მისმა უწმინდესობამ აიყვანა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
2007 წლის 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, მიანიჭა მიტროპოლიტის ხარისხი. ამავე წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს ორდენით.
2017 წლიდან დროებით არის გერმანიისა და ავსტრიის მმართველი მღვდელმთავარი.
დაჯილდოებულია საქართველოს, საბერძნეთის, სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკიის საეკლესიო ორდენებით.
არჩეულია ქ. ზუგდიდისა და ქ. ვანის საპატიო მოქალაქედ.