ნინო ტყეშელაშვილი (1874-1956) ქალაქ ქუთაისში. წარმატებით დაამთავრა გიმნაზია.
სულ მალე ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა იგი დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1903 წელს მოსკოვში გაემგზავრა საექიმო კურსებზე ჩასაბარებლად. 1906 წელს სამშობლოში დაბრუნებული, მარიამ დემურიას საკვირაო სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის მერე წამოწყებულ მოძრაობაში, სადაც ძირითადი თემა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისათვის ბრძოლა იყო. სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით "ქრისტინეს გასამართლება", რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა. 1930 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. მისი არაერთი ზღაპარი, მოთხრობა და იგავ-არაკი აღიარებული იყო შესანიშნავ ქართულ საბჭოთა საბავშვო ნაწარმოებებად. დაგვიტოვა ბევრი მნიშვნელოვანი მოგონება თავის თანამედროვე მწერალ ქალებზე.
წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/178-tkeshelashvili
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005810/