სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12139

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ტყეშელაშვილი ტარასი ეგნატეს ძე 1841-1912წწ  დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო ტყეშელაშვილი ტარასი ეგნატეს ძე 1841-1912წწ  დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო

1841-1912 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ტყეშელაშვილი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

77       ბეჭდვა

ტყეშელაშვილი ტარასი ეგნატეს ძე 1841-1912წწ დაბ. სოფ. მაღლაკი წყალტუბო

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

ტყეშელაშვილი ტარასი ეგნატეს ძე მართლმ. მოძღვარი 1888-1912წწ მაღლაკის (ზედა) მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია, წყალტუბო გარდ. 13.12.1912წ.



მღვდელი ტარასი ტყეშელაშვილი 1841 – 1912

მღვდელი ტარასი ეგნატეს ძე ტყეშელაშვილი 1841 წელს ქუთაისის მაზრაში, სოფ. ზედა მაღლაკში მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი ეგნატე გიორგის ძე ტყეშელაშვილი 1844-1888 წლებში
ზედა მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. 1888 წელს პენსიაზე გავიდა. გარდაიცვალა 1898 წელს. პატარა ტარასიმ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, მამის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის სამი კლასი. საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ჯრუჭის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერში ისწავლა. 1863 წელს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის მედავითნედ დაინიშნა. 1867 წლის 18 ივლისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ზედა მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძარში განამწესა.



1868 წლის 27 ივლისს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მედავითნის კანდიდატად გადაიყვანეს. ამავე წლის 10 აგვისტოს მედავითნის შტატში დაამტკიცეს. 1869 წლის 20 ივნისს კერძო დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1869 წლის 2 ოქტომბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში საეკლესიო
ტიბიკონის სწავლება დაევალა. 1870 წლის 12 აპრილს მესამე დიაკვნის შტატში გადაიყვანეს. 1872 წლის 1 ოქტომბერს სასწავლებელში ტიბიკონის
სწავლება გაუქმდა და მამა ტარასიც გათავისუფლდა პედაგოგობიდან. 1878 წლის 15 ივლისს მეორე დიაკვნის შტატში დაინიშნა. 1883 წლის 1 იანვარს
იმერეთის ეპარქიის ხაზინადრის კანდიდატად აირჩიეს. 1885 წელს ქუთაისში ჩავიდა ცნობილი ქართველი ფოლკლორისტი და ლოტბარი ფილიმონ ქორიძე. მას დახვდა საარქიელო გუნდი, რომლის
ლოტბარი იყო ანდრია ბენაშვილი და მისი მგალობლები და იმერეთისა და გურიის სხვა ცნობილი და სახელგანთქმული მგალობლები, რომელთა რიცხვში დიაკვანი ტარასი ტყეშელაშვილიც იხსენიება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში მამა ტარასიმ უამრავი მოსწავლე აღზარდა და გაწვრთა საეკლესიო ტიბიკონსა და გალობაში. შემდგომშიც, მთელი 20 წლის განმავლობაში, ვიდრე მღვდლად აკურთხებდნენ და სოფელში გადასახლდებოდა, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ის საკათედრო ტაძარში აგრძელებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და თავის მრავალი აზიარა ცოდნა-განათლებას. 1888 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსმა გაბრიელმა მღვდლად დაასხა ხელი და ზედა მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. მამა ტარასის მღვდლად კურთხევას გამოეხმაურა ჟურნალი „მწყემსი“, რომელშიც ვკითხულობთ: „მ. ტარასის მღვდლად დანიშვნა ყველა ჩვენგანს სასიამოვნოდ დაურჩა. 14 იანვარს მოვიდა ახალი მწყემსი ჩვენ სოფელში და ჩაიბარა მისდამი რწმუნებული ეკლესია, რომლის სიღარიბემ არა სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა მ. ტარასიზე. ამიტომ ახალმა მწყემსმა თავის პირველ მოვალეობად დაიდგინა მისდამი რწმუნებული ეკლესიის გარეგანი და შინაგანი მოწყობა და შემკობა. მ. ტარასიმ მოიწვია მთელი თავისი სამრევლო და აუხსნა მათ ეკლესიის მნიშვნელობა და სთხოვა სამწყსოს, რომ მან, შეძლებისა და გვარად, შემწეობა აღმოუჩინოს მას ეკლესიის გამშვენების საქმეში.


სხედან მარცხნიდან - დეკ. დ, ღამბაშიძე, ეპ. გაბრიელი (ქიქოძე). დგანან - მღ. ტარასი, უცნობი, მღ. ვლ. ფოფხაძე ;

სულიერი მამის თხოვნას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. მ. ტარასიმ სამრევლოს და სხვა საპატიო პირების დახმარებით შეკრიბა იმდენი ფული, რომ ამ მოკლე ხანში მოიპოვა ორი სამღვდელო შესამოსელი, რომელთაგან ერთი წყვილი მ. ტარასის თხოვნით შესწირა ეკლესიას ერთმა საპატიო პირმა. მოიპოვა საწიგნე თავის შესამოსითა, გვირგვინები და რიგიანად მოწყობილი სახარება. დღემდის ჩვენს ეკლესიაზე, წირვაზე ძალიან ნაკლებად დადიოდნენ მლოცველები, მაგრამ დღეს არათუ წირვაზე, საღამოს და დილის ლოცვაზე სავსეა ხოლმე ეკლესია მლოცველებით. ამის მიზეზი, ჩემის აზრით, უნდა იყოს ღვთისმსახურების რიგიანად შესრულება. ყოველი წირვის გათავების შემდეგ მ. ტარასი დღის

33-1  საპატრიარქოს უწყებანი N33 3-9ნოემბერი 2016წ გვ.20
მღვდელი ტარასი ტყეშელაშვილი 1841 – 1912(დასასრული)

შესაფერ სიტყვას უკითხავს ხალხს ყოვლადსამღვდელო გაბრიელის ქადაგებიდან და თავის სიტყვით უმარტავს მსმენელებს სიტყვის აზრს. დღემდის ჩვენს სოფელში არავითარიმე სკოლა არ ყოფილა, თუმცა მსურველი ბევრი იყო, რომ შვილებისათვის წერა-კითხვა ესწავლებიათ. მ. ტარასი მოსვლისთანავე შეუდგა სამრევლო სკოლის დაარსებას. მარტის თვეში მან თავის საკუთარ სახლში გახსნა სკოლა. თავის ხარჯით მოიპოვა სტოლები და სკამები სკოლისათვის და თავისივე ხარჯით ინახავს თავის სახლში მასწავლებელს. დღეს ამ სკოლაში არის 35 ვაჟი. ეხლა მ. ტარასი ცდილობს საზოგადოებაში შეკრიბოს იმდენი ფული, რომ სკოლისათვის საკუთარი სახლი მოიპოვოს. ყოველივე ამ მოღვაწეობისათვის სწორედ პატივის ცემის ღირსი არის მ. ტარასი და იმედია, რომ ჩვენი სოფლელებიც შესაფერ დახმარებას აღმოუჩენენ თავის სულიერ მამას. მართალია, საშუალო სასწავლებლებში არ შეუსრულებია მ. ტარასის სწავლა, მაგრამ ღმერთმა ჰქნას, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ნასწავლმა მღვდლებმა ისეთივე ერთგულება გამოიჩინონ თავიანთი ეკლესიების გამშვენების და შემკობის საქმეში, როგორსაც იჩენს მ. ტარასი. ღმერთი შეეწიოს ამ კეთილს მოძღვარს, რომ შემდეგშიაც განაგრძოს თავის მოღვაწეობა საკეთილოდ ეკლესიისა და მისდამი რწმუნებული სამწყსოისა“. მღვდელი ტარასი დაჯილდოებული იყო საეკლესიო ჯილდოებით: 1889 წელს საგვერდულით; 1894 წელს -- სკუფიით; 1899 წლის 3 თებერვალს -– წმ. ანას III ხარისხის ორდენით; 1903 წლის 15 მაისს
კამილავკით; 1907 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით. 1912 წლის მაისში წმ. სინოდი აპირებდა მისთვის დეკანოზის წოდების მინიჭებას, მაგრამ
იგი მოულოდნელად გარდაიცვალა 1912 წლის 12 თებერვალს. ჟურნალი „შინაური საქმეები“ წერდა: „ამავე თებერვლის 12 რიცხვს გარდაიცვალა სოფ. მაღლაკის მღვდ. ტარასი ტყეშელაშვილი. ახლადშესვენებული ეპისკოპოს გაბრიელთან მსახურობდა ჯერ იპოდიაკვნად და შემდეგ მეორე დიაკვნად“. მღვდელ ტარასის ჰყავდა მეუღლე მაგა თომას ასული (დაბ. 1844წ.) და შვილები: კირილე (დაბ. 1871წ.), ელპიდე (დაბ. 187ვ3წ.), აკაკი (დაბ. 1876წ.), იოანე (დაბ. 1882წ.).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.06.2023
ბოლო რედაქტირება 30.12.2025
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0