გულნარა სტურუა (1936) დაიბადა ქალაქ სამტრედიაში.
1958 წელს სწავლას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდგომში სწავლას განაგრძობს ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით. სამოცდაათიან წლებში ცხოვრობდა უნგრეთსა და გერმანიაში, სადაც აგრძელებდა საბიბლიოთეკო საქმიანობას. 1984 წლიდან 22 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილსის უცხო ენათა ინსტიტუტის ბიბლიოთეკის დირექტორად. 70-იან წლებში აქტიურად ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 2000-2005 წლებში წარმატებით ხელმძღვანელობს საქართველოში საბიბლოთეკო კვირეულის ჩატარებას. გამოქვეყნებული აქვს 150 მეტი სტატია სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საზოგადოება "ერთობა და კეთილდღეობა", წევრი (1993-)
- საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ქალთა საბჭო", წევრი (1993-)
- საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი (1999-)
- ქალთა ორგანიზაცია "თეთრი მანდილი", წევრი (1992-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2011 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ბიბლიოთეკარი
- 1998 - ღირსების მედალი, კავალერი
- შრომის საპატიო სიგელი
ბიბლიოგრაფია
- პუბლიცისტიკა : მოთხრობები, ესეები, ნარკვევები, პოლემიკა (ავტორი). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2010. - 472გვ.. - ISBN: 978-9941-0-2304-0
- ჩემი ბილიკი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ი. ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტის სტ., 2007. - 96გვ.
- ჩვენი სუფრა ქართული : ეთნოგრ. ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, ა.ო. "ბიომედი", 2006. - 84გვ.. - ISBN: 99940-748-6-5
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000826/