რობერტ სტურუა (1916-1982)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ნაბაკევი, დაბა კულაში(სამტრედიის რაიონი).
სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში 1933 წლიდან; მოსკოვის სურიკოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტში მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტზე 1939 წლიდან.
მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ნიმუშები , როგორიცაა "გამარჯვების ზეიმი" - ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის თეატრის დარბაზის პლაფონის მოხატულობა(1945-1950), "ხალხთა მეგობრობა" - სოფელ შრომის(ოზურგეთის რაიონი) კულტურის სახლის დარბაზის პლაფონი(1953-1956), "ბოროტსა სძლია კეთილმან" - მეშახტეთა კულტურის სახლი, ტყიბული(1957-60), ჭიათურაში, მეტალურგთა კულტურის სახლის პლაფონი, ფერწერული ფრიზი ვ. ი. ლენინის ცენტრალური მუზეუმის თბილისის ფილიალისათვის და მრავალი სხვა.
ასევე მუშაობდა დაზგურ ფერწერაშიც, პორტრეტის ჟანრში; აღსანიშნავია მისი შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის პეიზაჟები; საგულისხმოა ნამუშევრებიც წიგნის გრაფიკაში; კერძოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას ქმნილებათა ილუსტრაციები; ფერმწერ-მონუმენტალისტი. რეჟისორ რობერტ სტურუას მამა.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.324
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1965 - საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი
- 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია