გრიგოლ რუხაია (1949-2013) დაიბადა ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.
1984 წელს გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული "ალვის ჩრდილი ერდოზე". ამის შემდეგ მისი ლექსები, მოთხრობები და ესსეები სისტემატიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ და მართლმადიდებლურ ჟურნალებში. 2003 წელს გაზეთ "ტრიბუნაში" იბეჭდება მისი რომანი "სოკოები ცხუმის თავზე"; გ. რუხაია სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ სტამბის რედაქტორად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის რედაქტორად, საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტული ალმანახის რედაქტორად, ჟურნალ "ნობათის" პასუხისმგებელ მდივნად, კულტურის სამინისტროს მეთოდურ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. სალიტერატურო გაზეთის პოეზიის განყოფილების რედაქტორად. ბოლოს იგი იყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალის "ამერ-იმერის" სარედაქციო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების რედაქტორი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (199?-2013)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2013 - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია
- 2009 - იოსებ გრიშაშვილის სახელობის პრემია
- 1990 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობები
ხირჩლა, ყურშა და სხვანი : მოთხრობები /გრიგოლ რუხაია. - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1990. - 173გვ.
ბიბლიოგრაფია
- ვლიან ჟამნი : კრებული (ავტორი). - თბილისი, ზენაარი, 2017. - 360გვ.
- ძველი ექვსაიები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, 2012. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-0-4440-3
- კიდევ ექვსაიები : 978-9941-0-4440-3 (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2012. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-9170-4-2
- გიორგი დიდი [სააკაძე] : პოემა (ავტორი). - თბილისი, 2011. - 42გვ.. - ISBN: 978-9941-0-3369-8
- ექვსაიები : ლექსების კრებული (ავტორი). - თბილისი, "ცის ნამის" გამ-ბა და სტ., 2011. - 190გვ.. - ISBN: 978-9941-419-16-4
- ასერთი ლექსი (ავტორი). - ფოთი, 2009. - 116გვ.
- სოკოები ცხუმის ცაზე ანუ ჩუბინ ბირდღის ცრემლნარევი მხიარული თავგადასავალი რუსეთ-საქართველოს ორასწლიანი უთანასწორო შუღლის ბოლო ასაქცევზე : რომანი (ავტორი). - თბილისი, ეგრისი, 2004. - 256გვ.. - ISBN: 99940-793-5-2
- ლექსები, პოემა (ავტორი). - თბილისი, 1994. - 120გვ.
- საკანი N10 : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ქართ. თეატრი, 1991. - 276გვ.
- ხირჩლა, ყურშა და სხვანი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1990. - 173გვ.
- შინაბერა : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 431გვ.
- ნადი : იუმორ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1989. - 47გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005103/