სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ელგუჯა რუხაია 1971-93წ. გარდ. 22 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოხუმი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი რუხაია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

275       ბეჭდვა

ელგუჯა რუხაია 1971-93წ. გარდ. 22 წლის, სოფ. ტამიში ოჩამჩირე დაბ. სოხუმი

      II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"

ელგუჯა სულიკოს ძე რუხაია , 1971 წელი 12 მაისი. დაამთავრა სოხუმის პირველი საშ სკოლა


აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის  15 მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის  შტაბის  დაცვის  და  უზრუნველყოფის ასეულში მსროლელად. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის  მიერ განხორციელებულ  ყველა საბრძოლო ოპერაციაში,მეთაურთა დავალებებს  ასრულებდა დროულად  და პირნათლად, თანამებრძოლებს  შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.


 ელგუჯა  რუხაია დაიღუპა 1993  წლის 15 აგვისტოს ოჩამჩირის  სოფელ  ტამიშში,საომარი მოქმედებების დროს.


მარცხნივ ელგუჯა რუხაია


დედა ლიანა ქუთელია

მამა სულიკო რუხაია, დაიბადა 1941 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა 2021 წლის 03 ივნისს


აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს რუხაია ელგუჯა სულიკოს ძე ჩარიცხული იყო მეორე საარმიო კორპუსის შტაბის დაცვის და უზრუნველყოფის ასეულში მსროლელად 1993 წლის 15 მაისიდან (ბრძ. N127 31.05.1993 წ.). ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში, მეთაურთა დავალებებს ასრულებდა დროულად და პირნათლად, თანამებრძოლებს შორის სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით.1993 წლის 15 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში რუხაია ელგუჯა სულიკოს ძე დაიღუპა საომარი მოქმედებების დროს.ამონარიდი დედის წერილიდან:-შენი ამქვეყნიდან უდროოდ წასვლით გამოწვეული ტკივილის გაქარვება ამიერიდან მხოლოდ მოგონებებით, ერთი ქართველი ჭაბუკის მიერ განვლილი ხანმოკლე ცხოვრების გახსენებით შეგვეძლება… დარდსა და გლოვაში გადის დრო. არ ვიცი, როგორ გადმოვცე უშენობით გამოწვეული ტკივილი, ჩვენთვის ყველაფერი დაცარიელდა. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ასე არ ყოფილა. რაც დრო გადის, მე და მამაშენს, შენს ძვირფას დაიკოს უფრო და უფრო გვენატრები. დაგვრჩა მხოლოდ მოგონებები და შენი ფოტოები, საიდანაც თბილი, ღიმილიანი, მოსიყვარულე სახით იცქირები…ძნელი და გაუსაძლისია წარსულის გახსენება. რა ვუყოთ ამ ოცნებებს, შენ რომ გქონდა და რომელსაც ახდენა არ უწერია?! განა ოდესმე წარმოვიდგენდი, რომ აფხაზეთში ობლად გაჭრილ საფლავს დევნილობაში მოვინატრებდი? შორიდან ვეფერები, ვკოცნი შვილო, შენს გულზე დაყრილ მიწას და იმ მარადისობას, რომლის ბინადრადაც მეგულები!..



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.05.2021
ბოლო რედაქტირება 31.12.2022
სულ რედაქტირებულია 6





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0