ოტია პაჭკორია (1928-1984) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს.
ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა "ცისკარსა" და "მნათობში", სადაც სულ უფრო ხვეწდა თავის მაღალ ლიტერატურულ გემოვნებას და სხვებსაც უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას; მას ჰქონდა დაწერილი ნარკვევები: სერვანტესის, სტენდალის, ვაჟას, პუშკინის, ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე; სიცოცხლის ბოლო წლებში ოტია პაჭკორიამ ჟურნალებში გამოაქვეყნა მოთხრობები, რომლებიც ინტელექტუალური პროზის ნიმუშებია; ესეისტი.
წყარო: მამულიშვილთა სავანე/ზ. ბაბუნაშვილი. - თბ., 1994. - გვ.300
ბიბლიოგრაფია
- დრო და სახელები (ავტორი). - თბილისი, საქ. კულტ., ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინ., საქ. ქართ. ლიტერ. სახელმწ. მუზეუმი, 2008. - 688გვ.. - ISBN: 978-99940-28-34-4
- უბის წიგნაკი (ავტორი). - თბილისი, ლიტ. მატიანე, 1999. - 52გვ.
- გობელენი : მოთხრობები, პორტრეტები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 175გვ.
- შენდობა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1986. - 110გვ.
- ფიქრი მზისა და სიტყვის გამო : წერილები. პორტრეტები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1979. - 299გვ.
- ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 159გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007624/