სერგო პაჭკორია ( 31 მარტი 1931) მსახიობი.
დაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი.
დაამთავრა ფოთის პირველი საშუალო სკოლა 1950 წელს.
სცენაზე მუშაობა დაიწყო ფოთის კულტსახლთან არსებულ დრამწრეში; 1953 წელს მიიწვიეს მსახიობად ფოთის თეატრში; 1964 წლიდან სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუკური (ვ. გაბესკირიას "უფსკრული"), ნუგზარ ერისთავი (ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"), ჯონდო (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), მილოვზოროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), სტიოპა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), ლეანდრო (მოლიერის "ძალად ექიმი"), ესკამილიო (ე. დემანუასა და ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), ხრისტო (ნ. დუმბაძის "ერთი ცის ქვეშ"), ანტონიო (უ. შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი"), ნიკოლასი (ჰ. იბსენის "ბრძოლა ტახტისათვის") და სხვა; გადაღებულია ფილმში: "მიზანი" (ჰასანი, 1979).