სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
იასონ ნიკოლაიშვილი 1865-1941წწ მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი,  დაბ. ქუთაისი

1865-1941 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ნიკოლაიშვილი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

396       ბეჭდვა

იასონ ნიკოლაიშვილი 1865-1941წწ მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი, დაბ. ქუთაისი

იასონ ნიკოლაიშვილი (1865-1941) დაიბადა ქალაქ ქუთაისში.


 

აამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1885 წელს დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და იმავე წელს დაინიშნა ქუთაისის სააზნაურო სკოლის განყოფილების აღმზრდელად და გალობის მასწავლებლად სოფელ ძველ სენაკში. მომდევნო წლიდან იმავე სკოლაში ყველა საგნებს ასწავლიდა. ყოველ ზაფხულს მიდიოდა გურიაში და იქ ამხანაგებთან ერთად ეწეოდა სხვადახვა სახის საზოგადოებრივ მუშაობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი აბრეშუმის საუკეთესო თესლის შეძენისა და ხალხში გავრცელების საქმეში. სხვებთან ერთად ადგენდა სცენის მოყვარულთა დასს. ისინი მოგზაურობდნენ გურიაში და მართავდნენ წარმოდგენებს, ხოლო მიღებულ შემოსავალს ახმარდნენ სოფლის სამკითხველოებს და ფულად დახმარებას უწევდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს. 12 წელი მუშაობდა ძველ სენაკში მასწავლებლად, შემდეგ გადავიდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და ასწავლიდა მოსამზადებელ კლასებში, მოგვიანებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად უფროს კლასებში. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ყველა კულტურულ წამოწყებაში. სამწერლო ასპარეზზე 1889 წელს გამოვიდა. პირველი მოთხრობა "პერიას ოჯახში" დაიბეჭდა გაზეთ "ივერიაში“, ამის შემდეგ განაგრძობდა წერას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1912 წელს გამოსცა "ქართული ენის მოკლე გრამატიკა". კარგად ერკვეოდა მუსიკაში. მის მიერ ნოტებზე გადაღებული სიმღერები საყმაწვილო ჟურნალებში იბეჭდებოდა. მისი საბავშვო სიმღერები, ნოტებზე გადაღებული, წლების მანძილზე ისწავლებოდა.



წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი/ჭუმბურიძე დ., -თბ., 2018 . -გვ. 301; nateba.websail.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დასავლეთ საქართველოს სახალხო მასწავლებელთა კავშირი, თავმჯდომარე (1905-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0