სოფელი ზემოხეთი წმინდა გიორგის ეკლესია
ეკლესია აიგო 1861 წელს. ტაძარი ქვის. სამრეკლო ხის.
შტატის მღვდელი იოანე ანდრიას ძე ნიკოლაიშვილი. (ყავდა მეუღლე სარა ამბაკოს ასული და ხუთი შვილი).
დაიბადა 1874 წელს. დაამთავრა ქალაქ თბილისის სასულიერო სემინარია და მუშაობა დაიწყო სოფელ ზემოხეთში წმინდა კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესიასთან არსებულ სასწავლებელში მასწავლებლად.
1900 წელს ხელი დასხეს მღვდლად სოფელ ზემოხეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში. მინიჭებული ქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე ონისე ანანის ძე ძნელაძე (მეუღლე სოფია მაქსიმეს ასული და ოთხი შვილი)
წერა-კითხვა სახლში შეისწავლა.
1898 წელს სწავლა განაგრძო სოფელ ბურნათის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში.
1898 წელს ხელი დასხეს სოფელ ზემოხეთის წმინდა გიორგის ეკლესიასში მედავითნედ.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე