გიორგი ნატროშვილი დაიბადა 1910 წელს სიღნაღის რაიონ, სოფელ ზემო მაჩხაანში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს.
1930 წლიდან იყო "ლიტერატურული გაზეთის", "დროშის" და "მნათობის" მთავარი რედაქტორი. მისი პირველი ნაწარმოები დაიბეჭდა 1930 წელს გაზეთში "ახალგაზრდა კომუნისტი", ხოლო პირველი წიგნი - "დავით კლდიაშვილის შემოქმედება" გამოიცა 1934 წელს.
ბიბლიოგრაფია
- ისევ გაზაფხული იყო : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1957. - 281გვ.
- ლიტერატურული ეტიუდები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა კომუნისტი, 1947. - 289გვ.
- დავით კლდიაშვილის შემოქმედება (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1935. - 66გვ.