სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ადამია გენო აკაკის ძე 1936-93წწ საქართველოს გენერალი დაბ. სენაკი სამეგრელო

1936-1993 წწ. გარდ. 57 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ადამია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

15       ბეჭდვა

ადამია გენო აკაკის ძე 1936-93წწ საქართველოს გენერალი დაბ. სენაკი სამეგრელო

ადამია გენო აკაკის ძე (8 მარტი 1936-93) გენერალ-მაიორი (1993). დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი.


1992 წლის აგვისტოდან საქართველოს რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23–ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო, 1992 წლიდან მეთაური. აფხაზეთის ომის(1992–1993) მონაწილე. 1993 წლის წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს. 1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. გენერალ–მაიორი(8 მარტი 1993 წელი).  
 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1994 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი


 ჭიდილი მხეცებთან “ნუგზარ ქებურია, გენერალი გენო ადამია 


                           
    ... გენო ადამიას ხალხი სოფელ შრომაში რომ შევიდა, ცეცხლი მხოლოდ აქა-იქ ეკიდა სახლებს.
   - აფხაზებს მთელი სოფლის გადაწვა უნდოდათ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ ყველა სახლისთვის ცეცხლის წაკიდება ვეღარ მოასწრეს. - უთხრეს მას.


        ადამია აფხაზური მხარის ახალ-ახალი ოინებისგან საშინლად დაღლილი იყო. ჭრილობაც ადრინდელზე უფრო სტკიოდა, მაგრამ სანამ მთელ ფრონტის ხაზს არ შემოივლიდა ყველა პოზიციას არ ნახავდა, რა დაასვენებდა.
     იგი, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით, ქვევით, კამანისკენ მიდიოდა. მებრძოლთა მცირე ჯგუფი ახლდა თან. სოფლის მკვიდრნი სცნობდნენ მას, გზას უთმობდნენ, შეშინებული შესცქეროდნენ მის გოლიათურ აგებულებას, გაქვავებულ სახეს. იგი ვერც ხედავდა რამეს და არც არაფერი ესმოდა. სწრაფად მიიწევდა წინ და მიწას ჩასჩერებოდა, ეს ადგილები დანაღმული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ფრთხილობდა.
    გენო ადამიამ რამდენიმე პოზიცია მოინახულა, ყველგან ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა. ადგილობრივი შუახნის კაცი, ფრთხილად მიუახლოვდა საავდროდ გამზადებულ ღრუბელივით მოღუშულ გენერალს და ხმადაბლა უთხრა
    - ძალიან ბევრნი არიან, ბატონო გენო...  მათი მეთაურები რუსი ოფიცრები არიან...

   - უხ!.. მათი დედაც!.. ამოიგმინა ქართველმა გენერალმა.
   -  ეს მამაძაღლი ედიკა სულ იძახდა რუსებმა მომატყუეს... მომატყუესო... არადა ამბობდა პოლიტიკაში უკანალით მატარებელს ვაჩერებო... ახლა სადღაა ეს იუდა? - ნერვიულად და მეგრულად იგინებოდა ვიღაც ვაჟკაცური აღნაგობის ჭაღარა წვერულვაშიანი მოხუცი.
 - სადღაა და... რ უ ს უ ლ ი თვითმფრინავით გადაფრინდა თბილისში,  უიარაღო ბიჭები და  მშვიდობიანი მოსახლეობა კი უპატრონოდ შეგვატოვა  წასაგებად განწირულ ომს...
     - ომის მოგება აზრადაც არ ჰქონია იუდა შევარდნაძეს... - არ ცხრებოდა ცეცხლის ალში გახვეული და სრულ ინფარმაციულ ვაკუუმში მყოფი გაუბადურებული ხალხი.
 - თქვენი იმედი გვაქვს გენო ბიძია, თქვენ შემოგევლეთ, რუსეთის სამხედრო ნაწილების მიერ სოხუმზე იერიშები ძალიან გვაშინებს, მითუმეტეს, იუდა-სატანა ედიკასა და ჩვენი უდღეური გენერლების მოღალატური ხელმოწერის შემდეგ...
     გენო ადამია წამით შეჩერდა,  პირდაპირ, მწვანე ფერდობს შეხედა, საიდანაც, ვიწრო, ოდნავ შესამჩნევ ბილიკზე ნელა, წაკუზულები მოდიოდნენ აფხაზური მხარის ბოევიკები. თვითოეულ მებრძოლს ფარივით აეფარებინა მწვანე ტოტი, მაგრამ ვერავითარი შენიღბვა, ათასჯერ მოტყუებული ქართველების თვალებს ვერ გამოეპარებოდათ, მაგრამ რუსული ავტომატებისა და ხელყუმბარების იმედით დარჩენილებს რა უნდა ექნათ?..
     27 ივლისის ხელშეკრულებამდე კარგა ხნით ადრე, მინისტრთა საბჭოს შენობის სარდაფში ტროპიკული ციებცხელება ბობოქრობდა... შტაბში იყვნენ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ჟიული შარტავა, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხ, შს მინისტრი გენერალი დათო გულუა, კორპუსის მეთაური გენერალი ზაურ უჩაძე,  სოხუმის კომენდანტი მერაბ გამზარდია, გენერალი ზაურ უჩავა, მხედრიონელი გენერალი გია ვაშაკიძე და ბრიგადის გენერალი გენო ადამია. ბატალიონების მეთაურებიდან არავინ იყო ორი ვიცე-პოლკოვნიკის გარდა. 23-ე ბრიგადიდან თემურ ზარანდია და ეროვნული გვარდიის სოხუმის ბატალიონიდან სოსო ჯომიდავა...


        გენო ადამიამ კატეგორიულად განაცხადა უარი საეჭვო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე და მომხრეებიც ბევრი ჰყავდა, ძალიან ბევრი, მაგრამ... სად იყო და სად არა... ჯაბა იოსელიანი  მხედრიონელ გენერალ გია ვაშაკიძესთან და დაცვასთან ერთად ქარივით შეიჭრა მინისტრთა საბჭოს სარდაფში... იგი შევარდნაძის დავალებით სარდლობასთან ერთად  27 ივლისის ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად უხმაუროდ ემზადებოდა. წარმატებისთვის საჭირო იყო აფხაზეთის მთავრობის და სარდლობის  თანხმობა.
 - რა ხდება, აქ?- ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე იყვირა მან.


       შარტავამ მხრები აიჩეჩა, ხმა არ გაუღია.
 მის გვერდით  ბრიგადის გენერალი გენო ადამია ღრუბელივით მოღუშული იდგა.  მძიმედ ოხრავდა და ამღვრეულ დოდრონ თვალებს საბრძოლველად შემართულ ლომივით აბრიალებდა.
      - ბატონო ჟიული რაშია საქმე? - ადამიასთვის მზერა არ მოუშორებია, ისე თავხედურად უყვირა იოსელიანმა.
   - ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარს ამბობენ, ბატონო ჯაბა. - როგორღაც აღმოხდა შარტავას.
 - ვინ!? - იღრიალა ჯაბამ.
 - მე ვარ  წინააღმდეგი მძიმე ტექნიკის გაყვანის და მე ბევრი მომხრეც მყავს... - მტკიცედ თქვა ბრიგადის გენერალმა.
 - შენ ვინ ხარ!? - აგდებულად უთხრა ჯაბამ.
 - მე, გენო ვარ ადამია... - იმავე ტონით მიუგო 23-ე ბრიგადის გენერალმა.
 - თქვენ რა, სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით?.. - ახლა უფრო რბილად უთხრა ჯაბამ.
 - მე ხელს არ მოვაწერ ამ ხელშეკრულებას!..
 - რატომ?..
 - წარმოდგენა გაქვთ მაინც, თუ რა შეიძლება დაატყდეს თავს განიარაღებულ სოხუმს?... - და თვალებში ჩააშტერდა ჯაბა იოსელიანს და მის გვერდით მდგარ გენერალ გია ვაშაკიძეს. - ამ ხელშეკრულებას,  ბევრი სხვა წინა ხელშეკრულების მსგავსად  ისევ თავზე დაგვახევენ  რუსები და ჩვენი სისხლით მორწყული ქალაქი  აფხაზების და გადამთიელების ხელში აღმოჩნდება.
   კამათი დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ აქ ამის მოყოლას აზრი არა აქვს... უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენმა გენო ბიძიამ იმ მოღალატურ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა...
    16 სექტემბერს, გამთენიისას რუსებმა ეს ხელშეკრულება შევარდნაძეს და მის მომხრე სამშობლოს გამყიდველებს მართლაც გადაახიეს თავზე და სოხუმს მოადგნენ ყოველის მხრიდან.
   23-ბრიგადის ბატალიონების მებრძოლებმა თითქმის შიშველი ხელებით ისეთი გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც აფხაზური მხარის მებრძოლები არ მოელოდნენ, მაგრამ... ღალატი... ღალატი... და ისევ ღალატი..
       მოულოდნელად 23-ე ბრიგადის ბატალიონებმა  შტაბიდან უკან დახევის ბრძანება მიიღეს. ბრძანება ბრიგადის მეთაურის გენო ადამიას სახელით იყო მოსული. არადა 23-ე ბრიგადას გუმისთაზე  ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები  ეკავა, ამიტომ უკან დახევა  ღალატის ტოლფასი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გენო ადამიასი  ყველა  ბატალიონის მეთაურს სჯეროდა,  ბრძანების შეასრულება არც უფიქრიათ, სანამ ეს  ინფორმაცია შტაბში არ გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ გენო ადამიას არავითარი ბრძანება არ გაუცია, ეს განკარგულება არც კომუტატორთან იყო დაფიქსირებული. ბრიგადის გენერალი ცოფებს ყრიდა. გუმისთაზე დაბრუნება უკვე შეუძლებელი  იყო...
     გენო ბიძია ეკლიანი ბუჩქებისა და მწვანე ფერდობების შემოვლით მიიკვლევდა გზას, აღელვებულმა უფრო უმატა გზას ქვევით, კამანისკენ. უცებ მისი ყურადღება მიიპყრო ორმა ბავშვმა, რომელნიც სოფლის მხრიდან თავპირის მტვრევით მორბოდნენ.
- ვინ ხართ? - ჰკითხა გენერალმა, როცა ბავშვები მის წინ შეჩერდნენ.
ბიჭი ათი - თორმეტი წლისა იქნებოდა, გოგო - თოთხმეტის, ბიჭი მოკლე შარვლის ამარა იყო,გოგოს კი ნაკუწებად ქცეული კაბა ტანს ძლივს უფარავდა. ორთავეს ფეხები დამსკდარი და დასისხლიანებული ჰქონდათ. აწითლებულ ლოყებზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ.
- ვისი ხართ ბავშვებო? - გაუმეორა კითხვა გენერალმა.
- გურიელ ქარდავასი! - გოგონა ბიჭზე უფრო თამამი ჩანდა. - დედა მოგვიკლეს, მამა ტყვედ წაიყვანეს აფხაზებმა, ჩვენ მეზობელმა, ბერძენის ქალმა გადაგვარჩინა და გვითხრა, თქვენიანები აქეთ მხარეს არიანო წასული.
ამ დროს დაცვის ოფიცრის ხელში რაცია ახრიალდა.
ხაზზე თავდაცვის მინისტრი იყო.
- რა მოხდა? - გაისმა ყარყარაშვილის ხმა.
- ის, რაც მოხდა!.. - ვეღარ მოითმინა ადამიამ და გაქვავებულ დაცვის ოფიცერს რაცია ხელიდან ააგლიჯა.
- კარგი!.. დაწყნარდით!.. - გაისმა ისევ ყარყარაშვილის უკმაყოფილო, ბრაზმორეული ხმა. - რაც მოხდა, იმას ვეღარ ვუშველით. ცოცხლებს ჭირდებათ ამ წუთში შველა... შენთან შტაბში დამელოდე! ახლავე მოვდივარ! - უთხრა თავდაცვის მინისტრმა.
- კარგი, გელოდები! - ჩასძახა რაციას ბრიგადის გენერალმა და რაცია დაცვის ოფიცერს შეაჩეჩა ხელში, თვითონ კი შტაბისკენ გაემართა...

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.03.2023
სულ რედაქტირებულია 3





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0