სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ბორის გრიგოლაშვილი არკადის ძე 1933-93წწ,საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. გლოლა, ონი

1933-1993 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გრიგოლაშვილი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

368       ბეჭდვა

ბორის გრიგოლაშვილი არკადის ძე 1933-93წწ,საქართველოს გენერალი წარმ. სოფ. გლოლა, ონი

გრიგოლაშვილი ბორის არკადის ძე (26 ოქტომბერი 1933-93), გენერალ-მაიორი (1993).  გარდაიცვალა აფხაზეთში 1993 წლის 29 ოქტომბერს დაკრძალულია თბილისში


 საქართველოს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული განყოფილების უფროსი, თავდაცვის სამინისტროს 1-ლი საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, სარდლის 1-ლი მოადგილე, დაჯილდოებულია 3 ორდენით და 14 მედლით, გმირულად დაიღუპა აფხაზეთში. სხვა ინფორმაციით დაიჭრა სენაკში, გარდაიცვალა ქუთაისის საავადმყოფოში.


ბორის არკადის ძე გრიგოლაშვილი (დ. 26 ოქტომბერი, 1933, თბილისი — გ. 29 ოქტომბერი, 1993, ქუთაისი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი (1993).

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი (1956). მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში (1953-1989), ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება (1980), დაჯილდოებულია სსრკ-ის 3 ორდენით და 14 მედლით.

1992 წლიდან იყო ქართულ არმიაში: საქართველოს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ოპერატიული სამმართველოს უფროსი, 1993 ივლისიდან — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი, კორპუსის სარდლის პირველი მოადგილე.



იგი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში (ცხინვალის რეგიონი). ბ. გრიგოლაშვილის ხელმძღვანელობით დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა მრავალი სამხედრო ოპერაცია. იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და გმირულად დაიღუპა ბრძოლაში აფხაზეთის ომში. „ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირული თავდადებისა და მამაცობისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყოფილი სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატებისათვის, შემუშავებული და განხორციელებული საბრძოლო ოპერაციებისათვის“ გენერალ-მაიორი ბორის გრიგოლაშვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (1993).


ლიტერატურა

ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 150.

დოლიძე ლ., გენერალისიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები — ჩვენი თანამემამულენი 1700-2000, თბ., 2000. — გვ. 111, 176.

დოლიძე ლ., გენერლები საქართველოდან: საქართველოს გენერალიტეტის სამსაუკუნოვანი მატიანე, თბ., 2003. — გვ. 441, 659.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0