ალექსანდრე გრიგოლაშვილი, დაიბადა სოფელ ნატანებში ოზურგეთი 16 ოქტომბერი 1982წელი გარდაიცვალა სჩასტიე, ლუგანსკი უკრაინა 18.12.2014
უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს, ალექსანდრე გრიგოლაშვილს ხვალ დაკრძალავენ. გრიგოლაშვილი უკრაინაში, სოფელ შასტიაში დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა, სადაც ფრონტის წინა ხაზზე სამი თვის განმავლობაში იბრძოდა.
გრიგოლაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აჰყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ, არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", _ აღნიშნული იყო განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
ამ განცხადების გამო ძალოვანი უწყება საზოგადოების დიდმა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა. მათ შორის, პოლიტიკოსებმა და პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "თავდაცვის სამინისტრო მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს".
პრემიერის ამ შეფასებას გავრცელებული განცხადების ვებგვერდიდან წაშლა მოჰყვა. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ეს "ტექნიკური შეცდომის ბრალი იყო".
_ ეს იყო შეცდომა, თუმცა, შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ჩვენ ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ. არ გამოვრიცხავ, ასეთი შეცდომა იყო დაშვებული გარკვეულ ემოციურ ფონზე, რადგან ამ განცხადების შედგენის დროს გაირკვა, რომ გარდაცვლილი ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალებიდან 2008 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს. ეს იყო გარკვეული შეცდომა, ხარვეზი, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას. რაც შეეხება იმას, ვინ დაწერა ტექსტი _ მომზადდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ. მთლიანი ტექსტი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა იმ სახით, რა სახითაც იხილა ეს საზოგადოებამ. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ეს არის შეცდომა და ბოდიში მოვუხადეთ საზოგადოებას, კითხვა _ რატომ გაქრა ტექსტი ვებ-გვერდიდან, პასუხგაცემულია, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. "ნაციონალური მოძრაობა", "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკურ პარტია" თავდაცვის მინისტრს, მინდია ჯანელიძეს ახსნა-განმარტებისთვის პარლამენტში იბარებს.
საზოგადოების უმრავლესობა მომხდარზე განმარტების გაკეთებას უშუალოდ მინისტრისგან ელის, თუმცა, ჯანელიძე ამ დრომდე დუმს. ამ დრომდე უცნობია ისიც, ვის "გაეპარა" ე.წ. "ტექნიკური შეცდომა" და რა ღონისძიებები გაატარა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ "დამნაშავის" მიმართ.
როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, ალექსანდრე გრიგალაშვილს ბავშვობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანებში აქვს გატარებული. აქვე დაამთავრა 9 კლასი. მისი სახელით ნატანებლები დღეს ამაყობენ და სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, დაღუპული ჯარისკაცის სახელობის სტენდის მოწყობასაც აპირებენ.
გელა გამყრელიძე, სოფელ ნატანების მკვიდრი: "ალიკა ჩემი ჩემი ნათლიას შვილიშვილი იყო. იგი ქუთაისში დაიბადა, მაგრამ გაზარდა ბებიამ და ბაბუამ ზემო ნატანებში. მესამე კლასიდან ამ სკოლაში სწავლობდა, უაღრესად ზრდილობიანი ბავშვი იყო. საქართველოს გულისთვის ჩვენი ქვეყნის მტრებთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და ეს ყველას გვეამაყება. მისი წინაპარი _ ბაბუის ბაბუა დონელი კაზაკების ატამანი იყო, გვარად დოლგოევი. ალბათ, სისხლის ყივილიც იყო, რომ უკრაინაში წავიდა საბრძოლველად.
გელა გამყრელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ალექსანდრე გრიგალაშვილი სამშობლოსთვის ბრძოლას შეეწირა:
_ ბოლოს, ორი წლის წინ ვნახე. ობლად გაზრდილია, აქ დედის ძირველი ოჯახია. ალიკას ბაბუას, ხე-ტყის ბაზა ჰქონდა სოფელ მერიაში. სულს ლევდა ამ ბავშვისთვის და ამიტომაც ზრდიდნენ ესენი. ძალიან თბილი ადამიანი იყო. სკოლაში წყალი არ იყო, მახსოვს, სულ გამორბოდა, დამალევინეთ წყალიო. გული მაქვს გაჩერებეული, რაც ეგ ამბავი გავიგე. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ _ ვის მოწოდებაზე არ უნდა წასულიყო ალეკა?! ის სამშობლიოსთვის ბრძოლაში დაიღუპა! რა, უკრაინელები ჩვენთან არ იბრძოდნენ? სოფელი შრომა 45-მა უკრაინელმა აიღო, მერე მიეხმარნენ ქართველები, _ გვიყვება გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, გრიგოლაშვილი ადვოკატიც იყო, ტაბელურ იარაღსაც ატარებდა:
_ სასამართლო პროცესებზე მოსამართლეები ფეხზე უდგებოდნენ, უჭკვიანესი პიროვნება იყო, ბებია კი პროფესორი ჰყავდა, _ დასძინა გამყრელიძემ.
ზემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი, ლაშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ზემო ნატანების სკოლაში გრიგალაშვილის სახელობის სტენდი მოეწყობა:
_ ალეკო ყველა მოსწავლისგან გამორჩეული იყო ნიჭირებით, ზრდილობით. მიზანდასახული ახალგაზრდა იყო, შინაგანი კულტურით გამორჩეული. ობლობაში გაიზარდა... 9 კლასი დაამთავრა ჩვენთან, ბოლოს გააგრძელა სამხედრო კარიერა. როგორც ვიცი, ის ერაყშიც იბრძოდა, ავღანეთშიც. ძალიან განვიცდით ამ ამბავს.
ზემო ნატანების სკოლაში გვინდა, ალეკოს სახელობის სტენდი მოვაწყოთ და ეს სკოლა ატარებდეს მის სახელს. მართლაც კარგი ახალგაზრდა იყო. ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩვენი სკოლისთვის ალეკოს დაღუპვა. უსაზღვროდ მტკივნეულია, როცა ახალგაზრდა იღუპება ომში და მით უმეტეს, გტკივა, როცა ამ ახალგაზრდას შენი სოფლის სკოლა აქვს დამთავრებული. ფაქტია, რომ ახალგაზრდა ქართველი დაიღუპა ბრძოლის ველზე და იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე, ეს უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა, _ გვითხრა ბოლქვაძემ.
Гріголашвілі Олександр (Алеко) ("Чужий")
Дата та місце народження: 16 лютого 1982 р., м. Кутаїсі, Грузія.
Дата та місце загибелі: 18 грудня 2014 р., м. Щастя, Луганська область.
Звання: Доброволець (старший лейтенант поліції, капітан запасу ЗС Грузії).
Посада: Інструктор та снайпер розвідувальної роти.
Підрозділ: 24-й окремий штурмовий батальйон "Айдар".
Обставини загибелі: Загинув 18 грудня 2014 р., потрапивши в засідку під Луганськом, в районі міста Щастя, поблизу села Старий Айдар. Разом із Алеко загинув молодший сержант Сергій Оврашко.
Сімейний стан: Залишилися дружина, 12-річний син та 3-річна донька.
Місце поховання: м. Кутаїсі, Грузія (фото пам'ятника).
Медаль армійських досягненнь
Наказом Командувача Мультінаціонального Корпусу у Іраку № РО 048-041 від 17 лютого 2008 року нагороджений медаллю «Армійських Досягненнь» (Армія США).
30 січня 2015 р. нагороджений медаллю УПЦ КП «За жертовність і любов до України» (посмертно).
Нагороджений медаллю ВГО "Країна" «Доброволець АТО» (посмертно).
http://memorybook.org.ua/4/grigolashvili.htm
Грузия, 23 декабря, ГРУЗИНФОРМ. Поздно вечером 18.12.2014, в окрестностях города Счастье, в результате перестрелки, погибли два наших боевых товарища:
позывной «Динамит» — Оврашко Сергей Николаевич, 1976 г.р., командир разведроты, и сын братского грузинского народа, гражданин Грузии, Григолашвили Александр Михайлович, 1982 г.р. — позывной «Чужой». Еще трое бойцов получили ранения и были эвакуированы в Военно-медицинский клинический центр северного региона в город Харьков, из них двое — в тяжелом состоянии. Динамит и Чужой были настоящими бойцами. Чужой вовсе не был для нас чужим, более того за день до своей гибели Саша написал заявление с просьбой о предоставлении ему гражданства Украины…
Вечная память вам, ребята! И вечная слава!
Батальон «АЙДАР»
http://www.szona.org/batalon-ajdar-soobshhil-podrobnosti-gibeli-aleksandra-grigolashvili-sergeya-ovrashko/