სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ივანე გურგენიძე გრიგოლის ძე (1941-2012) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ზოვრეთი ზესტაფონი იმერეთი

1941-2012 წწ. გარდ. 71 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი გურგენიძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

ივანე გურგენიძე გრიგოლის ძე (1941-2012) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ. ზოვრეთი ზესტაფონი იმერეთი

გურგენიძე ივანე გრიგოლის ძე (22 ნოემბერი 1941-2012) გენერალ-მაიორი (1992), გენერალ-ლეიტენანტი (1993). დაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზოვრეთი.



დაამთავრა ომსკის უმაღლესი საერთო საჯარისო სამხედრო სასწავლებელი 1963 წელს; მინსკის უმაღლესი საინჟინრო საზენიტო სარაკეტო სამხედრო სასწავლებელი 1971 წელს; ხარკოვის რადიოტექნიკური სამხედრო აკადემია 1978 წელს.

1963-1966წწ. მსახურობდა ბელორუსიაში; 1971-1976წწ. ტაჯიკეთში; 1978-1991წწ. ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ჯარებში; 1992-1998წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შეიარაღების მთავარი სამმართველოს უფროსი; 1999-2002წწ. განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი; 2002 წლიდან თადარიგშია; გენერალ–ლეიტენანტი (1993).


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
(22.11.1941-14.06.2012) შეუსრულდებოდა 80 წელი.
დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში.
1959 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა სოფელ საზანოში.
საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე მისი ცხოვრება და საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჯართან.
1963 წელს დაამთავრა ომსკის საერთო საჯარისო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი.
1971 წელს დაამთავრა მინსკის უმაღლესი საინჟინრო ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარების საზენიტო-სარაკეტო სასწავლებელი.
1963-1966 წლებში მსახურობდა ბელორუსიის სამხედრო ოლქში ოცმეთაურად.
1971-1972 წლებში მსახურობდა ჰაერსაწინაღო ჯარების მე-12 ცალკეულ არმიაში.
1978-1980 წლებში მსახურობდა იმავე არმიაში ინჟინრად, უფროს ინჟინრად.
1980-1985 წლებში მსახურობდა ჰაერსაწინაღო ჯარების ბაქოს სამხედრო ოლქში, კორპუსის სარაკეტო შეიარაღების სამსახურის უფროსად.
1985-1987 წლებში მსახურობდა ჰაერსაწინაღო ჯარების მე-19 ცალკეული არმიის საინჟინრო-სარაკეტო სამსახურის უფროსის მოადგილედ.
1987-1991 წლებში მსახურობდა იმავე არმიის შეიარაღების სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
1991 წელს ვანო გურგენიძეს დიდხანს არ უფიქრია - გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი საბჭოთა არმიასთან და დაიწყო ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს სამსახური.
1992 წლის იანვარში ვანო გურგენიძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ შეიარაღების დარგში.
1992 წლის 15 ოქტომბერს მიენიჭა ,,გენერალ-მაიორის,, სამხედრო წოდება.
1993 წლის 15 თებერვალს მიენიჭა ,,გენერალ-ლეიტენენტის,, სამხედრო წოდება.
უამრავი პრობლემა დააწვა გენერალ ვანო გურგენიძეს. ერთ-ერთი უმთავრესი იყო - საქართველოს ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნა, მისი ღირსეული შეიარაღება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ყოფნის პერიოდში გენერალი ვანო გურგენიძე ყოველმხრივ უწყობდა ხელს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასთან და თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან. ყველა დავალებას, ყველა საქმეს გენერალი ვანო გურგენიძე ემსახურა უმწიკვლოდ, ჩვეული შემართებით, პატრიოტული თავდადებით.
ეს ენციკლოპედიურად განათლებული, სამხედრო საინჟინრო საქმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და სამაგალითო მეთაური, ცხოვრებაში იყო თავმდაბალი, გამოირჩეოდა მდიდარი შინაგანი კულტურით და ტაქტით, სიდინჯითა და მშვიდი ხასიათით, მაგრამ საოცრად შეუპოვარი ხდებოდა, როცა გულგრილობას, უხამსობასა და უზნეობას წააწყდებოდა.
გენერალი ვანო გურგენიძე თავისი არაჩვეულებრივი ადამიანური თვისებებით, ნიჭითა და მაღალი პროფესიონალიზმით, სამხედრო აკადემიური ცოდნით გამოირჩეოდა არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთის მეგობრულ ქვეყნებშიც, სადაც მას კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ როგორც ბრწყინვალე პროფესიონალსა და პატიოსან ადამიანს.
დაჯილდოებული იყო ,,ვახტანგ გორგასლის,, ორი II და III ხარისხის ორდენით. იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.
გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

მამუკა გოგიტიძე


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 19.04.2023
სულ რედაქტირებულია 5





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0