ჰყავს 5 შვილი
კობალაძე კობა თენგიზის ძე (7 ივლისი 1969) გენერალ-მაიორი (2001), „ვახტანგ გორგასლის” I, II, III ხარისხის ორდენები (2002). დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი 1996 წელს; 1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1986-1987წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1987-1989წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი.
კობალაძეები სახლობენ:
ქართლში- აგარა, გვერდისუბანი, გორი, სურამი, ტეზერი, ქარელი
აჭარაში – ადლია, ალამბარი, აჭყვა, ახალშენი, ბათუმი, ვარშალომიძეები, თხილნარი, კახაბერი, კიბე, ლეღვა, მახინჯაური, მეჯინისწყალი, მუხაესტატე, ნაკაიძეები, ნამლისევი, ორთაბათუმი, სალიბაური, სამება, სახალვაშო, ურეხი, უჩხითი, ფერია, ქობულეთი, ქოსოფელი, ჩაისუბანი, ჩაქვი, ცხრაფონა, წანკალაური, წინსვლა, წყავროკა, ხელვაჩაური, ხუცუბანი
კობალაძე კობა თენგიზის ძე წარმომავლობა ვერ მოვიძიეთ
წყარო: http://parliament.ge/ge/mp/5665
http://41.ge/majoritarians?majoritarians_id=14
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გენერალთა კლუბი" , ერთ-ერთი დამფუძნებელი (2008-)
- საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
- საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- სამშობლოს თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშანი
- ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
- ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
- მედალი "სამხედრო მამაცობისთვის"