სწავლობდა მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის სრულიად საკავშირო სალიტერატურო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.
1921 წ. მუშაობა დაიწყო კომკავშირის ცკ-ს ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივნად. 1940-1944წწ. პარტიის ცკ-ის თანამშრომელი, ხოლო სხვადასხვა წლებში ჟურნალების -"მნათობისა" და "დროების" რედაქტორი. 1968 წლიდან საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი. 1923 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობები და პოემები, ხოლო ლექსთა კრებული - "მერრეხი", ბუმერანგის ფსევდონიმით, გამოვიდა 1924 წელს, დრამატული პოემა - "სურა დაიმსხვრა" 1959 წელს.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.275
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- კომკავშირელ მწერალთა წრე "მომავალი", ხელმძღვანელი (1923-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ჰიმნი სამშობლოს : ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა, 1951. - 191გვ.
- მაღალი ოცნება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1950. - 64გვ.
- რჩეული : ლექსები და პოემა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 306გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001160/