სამცხის ერთ-ერთი დიდებულთაგანი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში.
შემდეგ ბიზანტიაში, ოლიმპის მთაზე მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილიც, შემდეგში, ექვთიმე მთაწმინდელი. 965 წელს ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართველმა ბერებმა ჯერ იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იოანე მთაწმინდელი იყო. მისი ბიოგრაფის გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, იოანე მთაწმინდელმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ექვთიმეს განსწავლაში, ლიტერატურული მოღვაწეობისაკენ მოუწოდა მას: "ქართლის ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან".
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 190
ბიბლიოგრაფია
- ქართული ქრისტიანული პოეზია : 10 ტომად (ავტორი) // ტ. 2 : ანგელოზი ქართულ პოეზიაში. - თბილისი, შპს "ფავორიტი სტილი", 2014. - 156გვ.. - ISBN: 978-9941-9333-3-2
- მწიგნობრობა ქართული : მრავალტომეული (ავტორი) // ტ. 5 : ჰიმნოგრაფია. - თბილისი, ციცინათელა, 2009. - 592გვ.. - ISBN: 978-99940-919-8-0
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008561/