შარტავა ჟიული კალისტრატეს ძე (7 მარტი 1944-93) გენერალ-მაიორი (1993), საქართველოს ეროვნული გმირი, (გარდაცვალების შემდეგ 2004). გენერალ-მაიორი (1993), საქართველოს ეროვნული გმირი, (გარდაცვალების შემდეგ 2004). დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
1992 წელს ჟიული შარტავა საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს, რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
„წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“... „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ - ეს იმ სიტყვების ჩამონათვალია, რომელიც ჟიული შარტავას სიკვდილამდე დღეებით ადრე უთქვამს.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს; 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით; 1989 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიის აკადემია.
შრომითი საქმიანობა დაიწყო ჯერ კიდევ 1959 წელს მუშად ქარხანაში, იყო სკოლის მასწავლებელი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ხელმძღვანელ კომკავშირულ, პარტიულ და სამეურნეო სამუშაოზე; 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1988-1992წწ. იყო სახელმწიფო კონტროლის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე; 1992 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატად; 1993 წლის 18 ივლისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ; წამებით მოკლეს 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში, ქალაქის დაცემის დღეს; თბილისში არის ჟიული შარტავას ქუჩა და ახალგაზრდული ქალაქი ჟიული შარტავა; პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე; გენერალ-მაიორი (1993).
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.919; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2004 - საქართველოს ეროვნული გმირი (სიკვდილის შემდეგ)
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)