სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
ვლადიმერ ჩაჩიბაია ბორისის ძე (დ. 1971) საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი წარმ. სენაკი
ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი ჩაჩიბაია სია

სენაკი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

67       ბეჭდვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია ბორისის ძე (დ. 1971) საქართველოს გენერალი დაბ. თბილისი წარმ. სენაკი

ჩაჩიბაია ვლადიმერ ბორისის ძე (11 აპრილი 1971) ბრიგადის გენერალი (2014).  აქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016 წლის 22 ნოემბრიდან, ბრიგადის გენერალი, შემდგომში გენერალ-მაიორი. შემდგომ გენერალ ლეიტენატი


ვლადიმერ ჩაჩიბაია (დ. 4 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური 2018 წლიდან 2020 წლამდე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი 2008-2009 წლებში.[2] საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2016-2018 წლებში. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა (2018) და საფრანგეთის ღირსების ორდენების კომანდორი (2019).


1993-1994 წლებში სწავლობდა საქართველოს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში.[3] 2004 წელს დაამთავრა საქართველოს საბაჟო აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში გაიარა აშშ-ის სამეთაურეო და გენერალური შტაბის ოფიცერთა კურსი. 2007-2008 წლებში სწავლობდა აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში.

1989-1991 წლებში ჩაჩიბაია მსახურობდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰარეო ძალებში. 1991 წელს შეუერთდა ახალ ჩამოყალიბებულ საქართველოს ეროვნული გვარდიას1992-1993 წლების საქართველოს სამოქალაქო ომში იყო ეროვნული გვარდიის ოცეულის მეთაური.


1994-2007 წლებში ჩაჩიბაია მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის: 25-ე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ოცეულის მეთაური (1994–1995), AGS-17 ოცეულის მეთაური, დაზვერვის ბატალიონი; (1995–1996),დაზვერვის ასეულის მეთაურის მოადგილე, დაზვერვის ბატალიონი (1996–1998); S-3 ოფიცერი, ცალკეული დაზვერვის ბატალიონი (1998–1999), სწრაფი რეაგირების ძალების ინსტრუქტორთა ჯგუფის მეთაურის მოადგილე (1999–2000), სწრაფი რეაგირების ძალების საბრძოლო მზადყოფნის ოფიცერი (2000–2001), სპეციალური ძალების ბრიგადის G-2 უფროსი (2001–2002), სპეციალური ძალების ბრიგადის პირადი შემადგენლობის ოფიცერი (2002–2003), I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი (2003–2005), ქართული კონტინგენტის მეთაური ერაყში (2004), III ქვეითი ბრიგადის მეთური (2005), გენერალური შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2005–2006), სახმელეთო ძალების შტაბის უფროსი და სახმელეთო ძალების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი (2006), გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე (2006), გაერთიანებული შტაბის J-3 დეპარტამენტის უფროსი (2007).


2008 წლის ივლისში გახდა გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.[5] იმავე წლის 4 ნოემბერს ჩაჩიაბაიამ ჩაიბარა გაერთიანებული შტაბი. ოთხი თვის თავზე მან აღნიშნული თანამდებობა დატოვა და 2009 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრისბაჩო ახალაიას პირველ მოადგილედ დაინიშნა.[6], ხოლო იმავე წელს გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.

2010–2012 წლებში მუშაობდა უფროს მრჩეველად საქართველოს საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში2012–2015 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ.


2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა უფროსი სამხედრო მრჩეველის თანადებობა გაეროს დამხმარე მისიაში ავღანეთში.[7]

2015–2016 წლებში იყო დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.

2016 წლის აგვიტოში ჩაჩიბაია დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ,[8] იმავე წლის 22 ნოემბერს კი შტაბის უფროსად, რომელმაც ჩაანაცვლა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.[9]

2018 წლის 20 დეკემბერს იგი საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი მეთაური გახდა.[10] 2019 წელს ვლადიმერ ჩაჩიბაიას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.[11] 2020 წლის 1 ივლისს თანამდებობრივი მოვალეობა გიორგი მათიაშვილს გადააბარა.[12]


2020 წლიდან 2023 წლის 24 მარტამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 19.01.2020
ბოლო რედაქტირება 21.04.2023
სულ რედაქტირებულია 4





ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0