სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ლევან იზორია დ.1974წ. თავდაცვის მინისტრი წარმ. ზუგდიდი სამეგრელო
ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი იზორია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

373       ბეჭდვა

ლევან იზორია დ.1974წ. თავდაცვის მინისტრი წარმ. ზუგდიდი სამეგრელო

ლევან იზორია (დ. 5 თებერვალი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) თავდაცვის მინისტრი 1 აგვისტო, 2016 – 8 სექტემბერი, 2019  ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი


ლევან იზორია 1974 წლის 5 თებერვალს საქართველოში დაიბადა. 1996 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1998-1999 წლებში მიიღო გერმანიის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი, უმაღლესი შეფასებით. მინიჭებული აქვს გეორგ-აუგუსტუსის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორის ხარისხი, უმაღლესი შეფასებით.[2]

1992-1995 წლებში ლევან იზორია იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი (1995-1998). 1999-2002 წლებში იზორია გერმანიის ქალაქ გეტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა.



სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა

ლევან იზორია 2002 წლიდან იყო მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ხოლო 2002-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის დოცენტად.


2006-2007 წლებში ლევან იზორია იყო საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი (2006-2007) და მეცნიერ-მკვლევარი, აგრეთვე პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი; 2007-2009). ამავე დროს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (2009-2011) და კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი (2009-2010). 2010-2011 წლებში მეცნიერული მივლინებით ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში იმყოფებოდა. 2011-2014 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და საქართველოს შსს-ს აკადემიის (2014-2016) სრული პროფესორი.

პოლიტიკური კარიერა

2003 წლიდან ლევან იზორია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაზე, არის პოლიციის სტრატეგიული განვითარების კონცეფციის ავტორი.[3]

ლევან იზორია 2004-2006 წლებში მუშაობდა შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორად. ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება პატრულის სამსახურის რეფორმა საქართველოში. იზორიამ თანამდებობა 2006 წელს დატოვა.

ლევან იზორიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა 2009 წლიდან, ოპოზიციის რიგებში დაიწყო. იგი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეურთდა და გამგეობის წევრი გახდა. ამავე პერიოდში შსს-ს რეორგანიზაციისა და პოლიციის დეპოლიტიზაციის ერთ-ერთი აქტიური მომხრე და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ავტორი იყო. მათ შორის არის პროექტი „დაცული მოქალაქე – დაცული პოლიციელი“.

2011 წელს ლევან იზორია „ქართული ოცნების“ კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენდა. ის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების თემატური ჯგუფის მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ქვეჯგუფს ხელმძღვანელობდა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლ. იზორიამ საქმიანობა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში განაგრძო. 2012 წლის 30 ოქტომბრიდან – 2015 წლის 3 აგვისტომდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2015 წლის 3 აგვისტოდან[4] – 2016 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

2016 წლის 1 აგვისტოს ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 2019 წლის 1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გუნდმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში სამწლიანი წარმატებული მუშაობისთვის ლევან იზორიას წარმატების სერტიფიკატი გადასცა[5].

2020 წლის თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ლევან იზორიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.01.2020
ბოლო რედაქტირება 05.02.2023
სულ რედაქტირებულია 2





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0