ნიკოლოზ იზორია (დ. 31 აგვისტო, 1985, ფოთი) — ქართველი სპორტსმენი (კრივი). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2004, პულა, ხორვატია, 51 კგ). ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მესამე პრიზიორი (2001).
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების მესამე პრიზიორი (2001)
ახალგაზრდებს შორის.
XXVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე
(2004 - ათენი, საბერძნეთი)
მეორე ადგილი(-51 კგ)
კრივი - ევროპის ჩემპიონატი 2004, პულა, ხორვატია
ნიკოლოზ იზორია გახლდათ მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, ასევე იგი იყო მრავალგზის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 2002 წელს უკრაინაში ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამავე წელს ფინალისტი გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე უნგრეთში. 2004 წელს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე დაეუფლა ვერცხლის მედალს და მოიპოვა ათენის ოლიმპიადის ლიცენზია. 2004 წელს რუმინეთში გამართულ ჩემპიონატზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ მხოლოდ ოლიმპიელები, ნიკოლოზ იზორია გახდა ოქროს ქამრის მფლობელი. მან 2008 წელს კვლავ მოიპოვა ოლიმპიადის ლიცენზია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი იყო პირველი ქართველი მოკრივე რომელიც ერთიმეორის მიყოლებით ორ ოლიმპიადაზე მოხვდა. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო მან სპორტული კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა.