კახა მამიას ძე თარგამაძე (დ. 30 ნოემბერი, 1955, ბათუმი, საქართველოს სსრ) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2 სექტემბერი, 1995 – 2001), გენერალ-ლეიტენანტი. კახა თარგამაძემ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1977 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1989 წელს. 1979-1992 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორი, უფროსი ოპერრწმუნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ოპერრწმუნებული, განყოფილების უფროსის მოადგილე; 1992-1995 წლებში — ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1995 წელს — ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მინისტრის მოადგილე; 1995-2001 წლებში — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი.
კახა მამიას-ძე თარგამაძე
(დ.30.11.1955)
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი
(24.05.1996)
დაიბადა ქ.ბათუმში, მილიციის პოლკოვნიკ მამია თარგამაძის ოჯახში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო
ფაკულტეტი 1977 წელს ;
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტი.
1979-1992წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორად, უფროს
ოპერრწმუნებულად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ოპერრწმუნებულად,
განყოფილების უფროსის მოადგილედ;
1992-1995წწ. მუშაობდა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი
სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამმართველოს უფროსად;
1995 წელს მუშაობდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის
თავმჯდომარედ, მინისტრის მოადგილედ;
1995 წლის 8 აგვისტოს მიენიჭა ,,პოლიციის გენერალ-მაიორის,, სპეციალური
წოდება.
1995-2001 წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.
დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის,, I-ი ხარისხის (1997) და ღირსების
ორდენებით (1995).
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია