კახა მამიას ძე თარგამაძე (დ. 30 ნოემბერი, 1955, ბათუმი, საქართველოს სსრ) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2 სექტემბერი, 1995 – 2001), გენერალ-ლეიტენანტი.
კახა თარგამაძემ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1977 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1989 წელს.
1979-1992 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორი, უფროსი ოპერრწმუნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ოპერრწმუნებული, განყოფილების უფროსის მოადგილე; 1992-1995 წლებში — ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1995 წელს — ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მინისტრის მოადგილე; 1995-2001 წლებში — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი.