სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა
ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი 1908-1989წწ გარდ. 81 წლის, გენერალ მაიორი, შსს მინისტრი, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრი, დაბ. სიღნაღი, კახეთი.

1908-1989 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

მინისტრები უშიშროება, პოლიცია, თავდაცვა

გვარი ღარიბაშვილი სია

სიღნაღი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

428       ბეჭდვა

ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი 1908-1989წწ გარდ. 81 წლის, გენერალ მაიორი, შსს მინისტრი, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრი, დაბ. სიღნაღი, კახეთი.

ღარიბაშვილი ივანე იოსების ძე (11 ივლისი 1908-25 ივნისი 1989) შინაგან საქმეთა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრი  მინისტრი 03/03/1958-14/06/1961  გენერალ-მაიორი, 1940 წლიდან მსახურობდა სსრ შს სახკომში, თბილისის ოლქის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილე, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრი, საქართველოს შს მინისტრი (1958-1961), დაჯილდოებულია 3 ორდენით და 16 მედლით


ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი (დ. 11 ივლისი1908სიღნაღიტფილისის გუბერნიარუსეთის იმპერია — გ. 25 მაისი1989თბილისისაქართველოს სსრ) — ქართველი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, გენერალ-მაიორი.

ივანე ღარიბაშვილი დაიბადა 1908 წლის 11 ივლისს ტფილისის გუბერნიის ქ. სიღნაღში, მოსამსახურე-ხაზინადარის ოჯახში. 1925 წელს დაამთავრა ქ. სიღნაღის საშუალო სკოლა, 1930 წელს — ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1929 წლიდან პარალელურად სწავლობდა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში საკოლმეურნეო ფაკულტეტის საგეგმო-საორგანიზაციო განყოფილებაზე, რომელიც 1931 წელს დაამთავრა. 1940 წლის აპრილიდან სკკპ წევრი გახდა.



1931 წლის თებერვლიდან 1933 წლის იანვრამდე იყო ხაშურის რაიონის საკოლმეურნეო კავშირის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე, 1933 წლის იანვრიდან 1938 წლის მარტამდე — ხაშურის რაიონის კოლმეურნეობებში შრომის ორგანიზაციის სექტორის გამგე, 1938 წლის მარტიდან 1940 წლის ივნისამდე — საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საქართველოს სოფლის მეურნეობის მომარაგების ინსტიტუტის რევიზორი. 1940 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მობილიზაციით ივანე ღარიბაშვილმა მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში. თანამდებობრივი გადაადგილების ჩამონათვალი: 1940 წლის ივნისიდან ამავე წლის ოქტომბრამდე იყო შინსახკომის ქ. ყვარლის რაიგანყოფილების თანამშრომელი, 1940 წლის ოქტომბრიდან 1945 წლის მარტამდე — საქართველოს შინსახკომისა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის თანამშრომელი (გამომძიებელი 1940-1941 წ.წ., უფროსი გამომძიებელი 1942-1944 წ.წ., კადრების განყოფილების უფროსი 1944-1945 წ.წ.), 1945 წლის 27 იანვრიდან 1948 წლის 20 თებერვლამდე — სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გურჯაანის რაიგანყოფილების უფროსი, 1948 წლის მარტიდან 1952 წლის 24 იანვრამდე — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე, 1952 წლის 24 იანვრიდან 1952 წლის 19 აგვისტომდე — სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1952 წლის 19 აგვისტოდან 1953 წლის 14 აპრილამდე — აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 1953 წელს, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საკავშირო შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები გაერთიანდა, ი. ღარიბაშვილი აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 1953 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსი ინაურმა ი. ღარიბაშვილი ისევ აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობაზე მან 1954 წლის 13 აპრილამდე იმუშავა. 1954 წლის 13 აპრილიდან 1954 წლის 3 სექტემბრამდე ივანე ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) თავმჯდომარე გახლდათ, 1954 წლის 3 სექტემბრიდან 1958 წლის 18 ნოემბრამდე — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე, 1958 წლის 18 ნოემბრიდან 1961 წლის 15 აგვისტომდე კი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ პერიოდში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრიც. 1962 წლის 10 ივლისიდან ი. ღარიბაშვილი გადაყვანილ იქნა პროფკავშირების საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს ორგანოებში და დაინიშნა ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც 1972 წლის 6 იანვრამდე მუშაობდა, ხოლო შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში მოღვაწეობდა. 1974 წლიდან იყო საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

ივანე ღარიბაშვილი იყო საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1959-1962) .

ივანე ღარიბაშვილი გარდაიცვალა 1989 წლის 25 მაისს ქ. თბილისში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 05.03.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0