ვახტანგ გომელაური (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.
დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაინიშნა სამთავრობო დაცვის სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად. 2002 წელს მუშაობდა შსს დაცვის პოლიციაში. 2013 წლამდე იყო პოლიტიკოს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. პარალელურად, 2013-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად[1]. 2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად[2].
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი[3].