შაქრო გომელაური ( 17 ნოემბერი 1890-1964) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის საქალაქო სასწავლებელი 1904 წელს; სწავლობდა თბილისის დრამატულ სტუდიაში 1912-1913წწ.
მონაწილეობდა ავლაბრის მუშათა თეატრის სპექტაკლებში; 1910 წლიდან ვ. გუნიამ მიიწვია თბილისის პოფესიულ დასში; 1910-1916წწ., 1919-1922წწ., 1924-1928წწ. მუშაობდა თბილსის თეატრში; 1916-1918წწ. ქუთაისის თეატრში, 1922-1924წწ. ბათუმის თეატრში; 1928 წლიდან იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებული თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს მრავალი როლი, მათ შორის: ერეკლე (ა. წერეთლის "პატარა კახი"), ვილჰელმ კილმანი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ"), პეპია ("ჩატეხილი ხიდი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), კომისარი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"); გადაღებულია ფილმებში: "მე ვიტყვი სიმართლეს" (1957), "მამლუქი" (1958); მისი ხელმძღვანელობით II მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტლებსა და ფრონტის ხაზზე 300–ზე მეტი კონცერტი გამართა მსახიობთა ბრიგადამ; მიღებული აქვს ასხელმწიფო ჯილდოები.
გომელაური – ახმეტა, დედოფლისწყარო, თელავი, მაჩხაანი, ჯაფარიძე
http://www.geogen.ge/ge/treasurege/82/4306/