გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2019-2021 წლებში,[1] 2019 წლის 8 სექტემბრამდე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი
განათლება
1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994–1999 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.[3] 2003-2004 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.
პროფესიული გამოცდილება
2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი. 2008 წლის ნოემბერიდან იყო Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის თებერვლამდე.
პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წლის მარტიდან, როცა გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი.
2016 წლის 18 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.[4] 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. იკავებდა ასევე ვიცე-პრემიერის პოსტს.[3] 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს