ბესო ბესელია 1944
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1970 წელს.
1970-1972წწ. იყო თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. 1974 წელს ბათუმის ნ. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი. 1995 წლიდან აჭარის ხელოვნების მუზეუმის კოორდინატორი; 1996-2006წწ. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის გამგე. არის 18 სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი;
გაფორმებული აქვს წიგნები. მიღებული აქვს მონაწილეობა რესპუბლიკურ, საკავშირო, საერთაშორისო გამოფენებში: თბილისში (1971), მოსკოვში (1971, 1973, 1981), ლენინგრადსა (1972) და სტამბულში (1996); გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ბათუმში (1999-2006). ძირითადი ნამუშევრები: "1921 წელი" (1971), "ნიკორწმინდა" (1987), "ლიტანიობა" (1981), "ნოსტალგია" (1990), "მუსიკა" (1993), "ქართული ტაძრები" (2000), "ლიკანი" (2002), "ბათუმელები" (2004). ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი.
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.77; batu.edu.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი, წევრი (1982-)
- საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1974-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- ვახტანგ ბესელია = Vakhtang Beselia : ფერწერა, გრაფიკა, სცენოგრაფია : კატალოგი (ავტორი). - ბათუმი, შპს "სეზანი", 2014. - 160გვ.. - ISBN: 978-9941-0-6853-9