ბასილ მელიქიშილი დაიბადა 1904 წელს თეთრი წყაროს სოფელ ზირბითში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1924 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკუმი.
მისი პირველი მოთხრობა "მკერდშებოლილი მერცხალი", რომელშიც ნაჩვენებია ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული თვითმყოფობისათვის, 1928 წელს გამოქვეყნდა ალმანახ "არიფიონში". ამავე წელს დაიბეჭდა მისი მოთხრობები: "თურმანი" და "ჯილაგი"(ჟურნალი "ქართული მწერლობა"). ქართული ლეგენდა უდევს საფუძვლად მოთხრობას "მოკვეთილ თითს"(1929). მას დარჩა გამოუქვეყნებელი მოთხრობები "თიდემალა, "სული გელაყარისა" და სხვა.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.558
ბიბლიოგრაფია
- მკერდშებოლილი მერცხალი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 190გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009328/