სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10730

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
მარინა ელიოზიშვილი 1951 მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ელიოზიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

მარინა ელიოზიშვილი 1951 მხატვარი, დაბ. ქ. თბილისი.

მარინა ელიოზიშვილი ( 1951)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

1977-1978წწ. მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში; 1978 წლიდან დღემდე ასწავლის სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, ნატურმორტი, აბსტრაქცია, ფიგურატიული კომპოზიცია და სხვადასხვა ტექნიკაში: ზეთი, გუაში, აკვარელი, პასტელი, ფანქარი; არის გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მოწაფე; გაკეთებული აქვს პერსონალური გამოფენები: თბილისის ბიზნეს ცენტრი (1994), საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, 1998), თიბისი ბანკი(თბილისი, 1999),


გაეროს სახლი (თბილისი, 2001), გალერეა "უნივერსი" (თბილისი, 2005), გაეროს სახლი(თბილისი, 2005), "მასკი" (თბილისი, 2008), აჭარის ხელოვნების მუზეუმი(ბათუმი, 2010); მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში: სოროპტიმისტ მხატვარ ქალთა საერთაშორისო გამოფენა სენ ჟორჟის მუზეუმი (ქ. ლიეჟი, ბელგია, 1997), გამოქვეყნდა შესაბამისი კატალოგი; ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი, (გიუზელბახჩე, თურქეთი, 2013) გამოფენა მოეწყო კულტურის ცენტრში და დაიბეჭდა შესაბამისი კატალოგი;  საერთაშორისო საკონკურსო გამოფენა "ხელოვნების ინოვაცია", მანხეტენის (ნიუ-იორკი, 2015) "West Park Art Gallery"-ში, მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა შესაბამის კატალოგში; ადგენს თავის წინაპართა მოკლე ბიოგრაფიებს, 2010 წელს მოამზადა პროექტი - გამოფენა "ერთი ოჯახის კულტურული მემკვიდრეობა", რომელიც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინა თბილისის ისტორიის მუზეუმში; გამოიცა ალბომი: "მარინა ელიოზიშვილი ფერწერა, გრაფიკა" (გამომცემლობა "პოლარის პრინტი", თბილისი 2015). მისი ნახატების ნახვა შესაძლებელია marina.eliozishvili.name -ზე

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • Soroptimist International "თბილისი", კლუბის კულტურის კოორდინატორი (2010-)
  • Soroptimist International "თბილისი", კლუბის პრეზიდენტი (2008-2010)
  • საერთაშორისო ქალთა ორგანიზაცია "Soroptimist International", წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1986-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საკონკურსო საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა(ნიუ-იორკი), კატეგორია რელიზმი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0