იოსებ ელიოზიშვილი.მსახიობი,მწერალი.
გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი თეატრის დაარსების დღიდან დახურვამდე; შემდეგ მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში; 1867 წელს მაღალდაძის ფსევდონიმით ითამაშა ზ. ანტონოვის "ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "ცისკართან", სადაც 1869 წლიდან გამოაქვეყნა კომედია - "ჩემი ქმარი სხვას ირთავს", მოთხრობები - "კუკიის ძველი და ახალი მდგომარეობა", "აი, დედაკაცი" და სხვ.; განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი დამუშავებული "ეთერიანი - მოთხრობა აბესალომ და ეთერისა (ცოლ-ქმართ ტრფობის სურათი)", რომელიც 6-ჯერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად (პირველად 1869 წელს, უკანასკნელად 1914 წელს).
გთხოვთ,თუ ვინმეს მეტი ინფორმაცია გაქვთ ამ პიროვნების შესახებ,მოგვაწოდოთ.