სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10731

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
თამარ თავაძე 1898-1980წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

1898-1980 წწ. გარდ. 82 წლის

ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი თავაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

თამარ თავაძე 1898-1980წწ. მხატვარი. დაბ. ქ. თბილისი.

თამარ თავაძე (1898-1980)



ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1916-1917წწ. სწავლობდა მოსკოვის მხატვართა სტუდიაში; დაამთავრა მოსკოვის მხატვრულ-ტექნიკური ინსტიტუტის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განყოფილება 1928 წელს. 

1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1922 წლამდე მხატვრად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თამარ თავაძე ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენელია. 1920 წელს მან გააფორმა ბალეტი "კარნავალი", რომელიც დადგა ცნობილმა მოცეკვავემ, ბალეტმაისტერმა, პედაგოგმა, მიხეილ მორდკინმა. ის იმხანად თბილისში იმყოფებოდა თავის საბალეტო დასთან ერთად ("მორდკინის ბალეტი") და დგამდა საბალეტო სპექტაკლებს საოპერო თეატრში. 


1924 წელს თამარ თავაძე მონაწილეობდა მუშათა და ჯარისკაცთა თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერის "ქეთო და კოტეს" დადგმაში (კოსტიუმების ესკიზები).  1927-1936წწ. მუშაობდა მოსკოვის დიდ თეატრში, თუმცა 1930 წელს მისი ხელმოწერა ჩნდება საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციაზე. შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა. ოპერისა და ბალეტის თეატრში გააფორმა როსინის ოპერა "სევილიელი დალაქი" (1938); კოტე მარჯანიშვილის თეატრში - მოლიერისა და მარკ-ანტუან შარპანტიეს სამმოქმედებიანი ბალეტ-კომედია "ვითომდა ავადმყოფი" (1943); ბათუმის დრამატულ თეატრში ლევან გოთუას "მეფე ერეკლე" (1944). მას შემდეგ, როგორც ჩანს, თამარ თავაძეს ოპერასა თუ დრამატულ თეატრებში სპექტაკლები აღარ გაუფორმებია. მისი შემოქმედება დღემდე შეუსწავლელია. თეატრის მხატვარი.


წყაროსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.175


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 24.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0