დავით ელიზბარის ძე თავაძე 1916-1979წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოფელი აცანა, ლანჩხუთი, გურია.
თავაძე დავით ელიზბარის ძე 8 აპრილი 1916 წელი დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი 1936 წელს.
1938 წელს გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნახევარკუნძულზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება(მისი ხელმძღვანელობით ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა კავშირის გმირი(19. VIII. 1944). მფრინავი, მაიორი.