სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
ანთიმოზ ივერიელი 1650-1716წწ ხსენება 13 (26) ივნისი დაბ. სოფ.უდე ადიგენი მოღვ. რუმინეთი

1650-1716 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

წმიდანები

ადიგენი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

411       ბეჭდვა

ანთიმოზ ივერიელი 1650-1716წწ ხსენება 13 (26) ივნისი დაბ. სოფ.უდე ადიგენი მოღვ. რუმინეთი

მწერალი, მხატვარი, პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, წმინდანი

ანთიმოზ ივერიელი (1650-1716) 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 14 (27) სექტემბერი, წმიდანის გარდაცვალების დღე დააწესა. საქართველოს ეკლესია მის ხსენებას 13 (26) ივნისს აღნიშნავს.


ბიოგრაფია

ოსმალებმა გაიტაცეს საქართველოდან. სტამბოლში ტყვეობიდან გამოისყიდა იერუსალემის პატრიარქმა, მის კარზევე მიიღო განათლება. იცოდა რამდენიმე ევროპული და აღმოსავლური ენა. XVII საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ანთიმოზ ივერიელი მიიწვია ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ. ანთიმოზ ივერიელმა მთელი თავისი მოღვაწეობა მიუძღვნა რუმინული ეროვნული კულტურის აღორძინების საქმეს, დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭვდის საქმეში. მის მერვე დაარსებულ სტამბებში(ბუქარესტი, სნაგოვის მონასტერში, რიმნიკში, ტირგოვიშტეში). მისივე ხელმძღვანელობით იბეჭდებოდა წიგნები რუმინულ, ბერძნულ, ძველ სლავურ, არაბულ ენებზე. მის სახელს უკავშირდება რუმინულ ღვთისმსახურებაში რუმინული ენის დამკვიდრება. ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის რამდენიმე ორიგინალური თხზულება, მათ შორის "ქადაგებანი". იგი ილუსტრაციებს და მინიატურებს თვითონ ქმნიდა("სახარება" 1693 წელი). ანთიმოზ ივერიელმა მოაჩუქურთმა თავის მიერვე ბუქარესტში აგებული მონასტრის("ანთიმოზის მონასტერი") მთავარი კარი და სარკმელები, რომელთა ორნამენტებში ქართული მოტივები შერწყმულია  რუმინულთან და რჩება ხეზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ნიმუშად. ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის წყალობით რუმინეთი XVII–XVIII საუკუნეების მიჯნაზე გადაიქცა მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ამარაგებდა ბერძნულ, ძველ სლავურ და არაბულ ენებზე გამოცემული წიგნებით. ანთიმოზ ივერიელმა ვლახეთში 25 წლის მანძილზე სხვადასხვა ადგილას დაარსებულ ოთხ სტამბაში დაბეჭდა 64 წიგნი. მისი ხელშეწყობით მისმა მოწაფეებმა დააარსეს სტამბა ალეპოშო(სირია). მისსავე სახელთანაა დაკავშირებული თბილისში პირველი სტამბის დაარსება 1709 წელს და იმავე წელს ქართულად "სახარების"დაბეჭდვა. თბილისში სტამბას საფუძველი ჩაუყარა ანთიმოზ ივერიელის მოწაფემ მიხაი იშტვანოვიჩმა. ანთიმოზ ივერიელი იბრძოდა რუმინული ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის, სათავეში ედგა ანტიოსმალურ პატრიოტულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას. ანტიოსმალური ორიენტაციის გამო უთანხმოება მოუვიდა რუმინეთის მთავრთან. იგი შეიპყრეს, სასულიერო ღირსება აჰყარეს(დაუბრუნეს ერისკაცობის სახელი ანდრია) და სამუდამო ექსორია მიუსაჯეს სინის მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში.  1992 წლის 12 ივნისს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და 27 სექტემბერი დააწესა მისი მოხსენიების ოფიციალურ დღესასწაულად. რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, ვლახეთის მიტროპოლიტი.


წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.158


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0