სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
დალი კახიანი 1951წ. მთარგმნელი, მხატვარი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ხელოვნებათმცოდნე,  დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი კახიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

დალი კახიანი 1951წ. მთარგმნელი, მხატვარი, პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ხელოვნებათმცოდნე, დაბ. ქ. თბილისი.

დალი კახიანი 1951


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო 1976 წელს იმავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი მხატვარ გრაფიკოსის სპეციალობით; დ. არაყიშვილის სახელობის I მუსიკალური სასწვლებელი (1970).

1977-2011წწ. კითხულობდა სახვითი ხელოვნების მეთოდიკის სასწავლო კურსის ლექციებს სულხან - საბას სახელობის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე. არის მრავალი სამხატვრო გამოფენის მონაწილე. მისი მონაცემები შეტანილია  ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიობიბლიოგრაფიულ ცნობარში "ვინ ვინაა ქართულ ხელოვნებაში" (2000). მხატვრულად აქვს გაფორმებული რამოდენიმე საბავშვო წიგნი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია მხატვრულ კატალოგებში. სხვადასხვა წლებში პერიოდულად  შეთავსებით მუშაობდა თბილისის საჯარო სკოლებში და კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მისი ლექსები წარმატებით იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში: "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა", "ქართული მწერლობა", "მწერლის გაზეთი", "ისინდი", "ლიტერატურული საქართველო" "ამერ-იმერი". მან თარგმნა რუსი პოეტების ლექსები ქართულ ენაზე და ასევე ქართველი პოეტების ლექსები რუსულ ენაზე. არის 2 სახელმძღვანელოს ავტორი. პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


სადისერტაციო თემა - "უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მიერ საკუთარი და სხვა ბავშვთა ნახატების შეფასების პედაგოგიური თავისებურებანი", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლიტერატურული ჟურნალი "ისინდი", თანადამფუძნებელი, რედ. კოლეგიის წევრი (2017-)
  • საქართველოს ლეგიონერთა კავშირი, წევრი (2010-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2012-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (2006-)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.01.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 20.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0