მარინა კახიანი ( 19 სექტემბერი 1957) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ქორეოგრფიული სასწავლებელი 1975 წელს ; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1975-1976წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მსახიობი; 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლები: ევა ბრაუნი ("ას ერგასის დღე"), კორდელია ("მეფე ლირი"), რებეკა ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ლიდა ("აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე"), ლავინია ("ტიტუს ანდრონიკუსი") ბერნარდა ალბა ("ბერნარდა ალბას სახლი"), ნათელა ("კავკასიური ცარცის წრე"), მარიამ სტიუარტი ("მარიამ სტიუარტი"), კანცადე ("ქალი გველი"), ოლივია("მეთორმეტე ღამე"), ხორეშანი ("კაცია ადამიანი?!"); გადაღებულია ფილმებში: გიმნაზისტი ("ვერის უბნის მელოდიები", 1973), მანანა ("ქართველები ცაში", 1984), ალტისიდორა ("ცხოვრება დონ კოხოტისა და სანჩოსი", 1989), "ჩემი პირველი სიყვარული" (2003) და სხვ.
1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (გიმნაზისტი) რეჟ. გიორგი შენგელაია
1977: „უმცროსი და“ (მანანა ჩივაძე) რეჟ. ზაალ კაკაბაძე
1981: „შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე“ (ცეკვის მასწავლებელი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
1983: „ყვითელი ჩიტი“ (ელენე ჩოხელი) რეჟ. ამირან დარსაველიძე
1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ (თინა) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
1984: „ქართველები ცაში“ (მანანა) რეჟ. ომარ გვასალია
1984: „მონანიება“ (სერაფიმა) რეჟ. თენგიზ აბულაძე
1985: „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ (მარინე) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
1988: „გამოცხადება“ (ქეთი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ალტისიდორა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
1992: „თვინიერი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
1992: „მოკვეთილი“ (გულსუნდა) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
1996: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (საყვარელი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
1999: „მარტოობის ორდენის კავალერი“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
2000: „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
2001: „უჩინარი“ რეჟ. გიორგი კახაბრიშვილი
2003: „არჩევანი“ რეჟ. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
2003: „ჩემი პირველი სიყვარული“ რეჟ. იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი
2005 „ამბავი ღალატზე“ რეჟ. შოთა კალანდაძე
2006 „პოეტური ჩანახატები“ რეჟ. შოთა კალანდაძე
2009 „ტრილოგია“ რეჟ. შოთა კალანდაძე
2012 „მედუზა გორგონა“ რეჟ. შოთა კალანდაძე
2014 „მხატვრის მუზები“ რეჟ. შოთა კალანდაძე
სერიალები
„სახლი ძველ უბანში“
„დრონგო“
„ცხელი ძაღლი“
„მტვრის გემო“
„ოტელო კახეთში“
„გოგონა გარეუბნიდან“
„ჩემი ცოლის დაქალები“
რუსთაველის თეატრი
მიხეილ შატროვი „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (საპოჟნიკოვა) რეჟ. რობერტ სტურუა
რუსტამ იბრაგიმბეკოვი „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (კიტი) რეჟ. რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ლ. ფოფხაძე „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (რეჟისორის ქალიშვილი) რეჟ. რობერტ სტურუა
ლეონიდ ზორინი „რომაული კოემედია“ (ლოლა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
თამაზ ჭილაძე „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (ქალბატონი ნატო) რეჟ. რობერტ სტურუა
მიხეილ კვესელავა „ას ერგასისი დღე“ (ევა ბრაუნი) რეჟ. რობერტ სტურუა
ა. ჭიჭინაძე, რობერტ სტურუა „კონცერტი ორი ვიოლინოსათვის აღმოსავლეთ საკრავების თანხლებით“ (სატრფო) რეჟ. რობერტ სტურუა
უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (კორდილია) რეჟ. რობერტ სტურუა
„დედაო ღვთისავ“ (პატარძალი) რეჟ. რობერტ სტურუა
მიხეილ ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (რებეკა იდელსონი) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
ირაკლი სამსონაძე „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“ (ლიდა) რეჟ. გოგა თავაძე დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა
უილიამ შექსპირი „ტიტუს ანდრონიკუსი“ (ლავინია) რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“ (ნათელა აბაშვილი) რეჟ. რობერტ სტურუა
ფედერიკო გარსია ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“ (ბერნარდა ალბა) რეჟ. გოჩა კაპანაძე
ბერტოლტ ბრეხტი „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (შინი) რეჟ. რობერტ სტურუა
ირაკლი სამსონაძე „იქ, სადაც ღვარად მოედინება“ (მარინა) რეჟ. გოგა თავაძე
ფრიდრიხ შილერი „მარიამ სტიუარტი“ (მარიამ სტიუარტი) რეჟ. გოჩა კაპანაძე
კანცადე (კ. გოცი “ქალი-გველი”, რეჟისორი – რ. სტურუა, დ.საყვარელიძე),
კლარა (თ. ჭილაძე “ნახვის დღე”, რეჟისორები – რ. სტურუა, გ. თავაძე),
სუტკნეინა (ი. ჭავჭავაძე “კაცია- ადამიანი?! ”, რეჟისორები – რ. სტურუა, ა. ენუქიძე),
ვიოლა, ოლივია (შექსპირი “როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე”, რეჟისორი – რ. სტურუა),
თამილა (ლ.ბუღაძე “სულიერი არსებები”, რეჟისორი – დ. საყვარელიძე),
ალექსანდრა (რ. ჰარვუდი “მოხუცი ჯამბაზები”, რეჟისორი – გ. კაპანაძე),
ელისაბედი (ნ. იორდანოვი “გონზაგოს მკვლელობა”, რეჟისორი – გ. გოშაძე),
ხანუმა (ზ. ანტონოვი “მზის დაბნელება საქართველოში”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).
ქალბატონი ბრუსკონი (თომას ბერნჰარდი “სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher”, რეჟისორი – ქრისტიან პაპკე)
მონაწილეა სპექტაკლებისა “ასულნი” (ფანტაზია პოლიკარპე კაკაბაძის კაკაბაძის პიესების მიხედვით. რეჟისორი – რობერტ სტურუა), ,,ჯადოსნური ღამე”.
დედინაცვალი -კონკია რეჟ. რობერტ სტურუა
თავისუფალი თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს
მედეა (ევრიპიდე “მედეა”, რეჟისორი – გ. კაპანაძე).