სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
2.29 იოანე III - VIII ს-ის 40-60-იანი წლები ქართლის კათლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

351       ბეჭდვა

2.29 იოანე III - VIII ს-ის 40-60-იანი წლები ქართლის კათლიკოსი

იოანე — საქართველოს (ქართლის) კათოლიკოსი დაახლოებით VIII საუკუნის შუა წლებში. კათოლიკოსად უკურთხებია ანტიოქიის პატრიარქს თეოფილაქტეს (744-751). იოანეს შესახებ ცნობა დაცულია მხოლოდ ბერძნულ, ანტოიქიურ ქრონოგრაფში, საიდანაც შეტანილია ეფრემ მცირის (XI საუკუნის II ნახევარი) საისტორიო თხზულებაში. იოანეს უკურთხებია ეპისკოპოსად იოანე გუთელი.

ეფრემ მცირე იხსენიებს ანტიოქიის პატრიარქს თეოფილაქტეს, ანტიოქიაში უკანასკნელად ნაკურთხი საქართველოს კათალიკოზის — იოანეს კურთხევის გამო და წერს:


დღეთა კონსტანტინე სკორის მოსახელისათა, ანტიოქიას პატრიარქობასა ნეტარისა თეოფილაკტესსა, მოვიდეს ქართლით მოციქულად მონაზონნი ორნი და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაქტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა არიან ქრისტიანენი მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი. რამეთუ დღითგან ანასტასი მღვდელთმოწამისა ანტიოქელ პატრიარქისა, არა კურთხეულ არს მათდა კათალიკოსი მთავარ-ეპისკოპოსი. სიძნელისათჳს გზისა. რამეთუ აგარიანთაგან ვერვინ იკადრებს სლვად. ხოლო მან ბჭობითა კრებისაჲთა, მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა თჳსთათანა, მისცა ქართველთა პროტრეპტიკონი, რომელ არს გაჴსნითი. რათა თჳთ მათისა საზღურისა ეპისკოპოსთაგან ჴელნი დაესხმოდინ ჟამადჟამადსა კათალიკოზსა ქართლისასა. რომელიცა საღმრთომან მადლმან უჩუჱნოს მათ და რომელი გამოირჩიონ მოყუასთა მის ეკლესიისათა. თანადგომითა და წამებითა ეპისკოპოსთაჲთა, წესებრ საეკლესიოთა — და შეუქმნა მათ აღწერით მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისაჳს და ჴელდასხმულ ყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი: სახელით იოანე მის ჟამისა კათალიკოსად მათდა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0