თემურ ნინუა (1949-2013)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1972 წელს (თეატრალურ-დეკორატიული ფაკულტეტი).
1973 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; 1975 წლიდან სხვადასხვა თეატრის მხატვარი; 1982 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრის მხატვარი, გაფორმებული სპექტაკლები: "დაკრძალვა კალიფორნიაში", "ასერგასის დღე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ჰამლეტი", "პალატა №6", "ლეონსი და ლენა", "ჯარისკაცი, პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი", "სტიქსი" და სხვ., აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოსა და უცხოეთის სხვა თეატრებთან: აღსანიშნავია, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაფორმებული: "იყო მერვესა წელსა" (1983, - მუს. ბ. კვერნაძე, რეჟ. რ. სტურუა); კ. მარჯანიშვილის სახ თეატრში გაფორმებული - "როზენკრაცი და გილდესტერნი მკვდრები არიან" (რეჟ. დ. ანდღულაძე), ვილნიუსის რუსულ დრამატული თეატრი - "ყაჩაღები" (რეჟ. ნ. ქანთარია), ბრატისლავის დრამატული თეატრი - "ფსკერზე" ( რეჟ. გ. ქავთარაძე).
წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 367
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2000 - საქართველოს თეატრის მოღვეწათა პრემია, წლის საუკეთესო მხატვარი
- 1980 - საქართველოს თეატრის მოღვეწათა პრემია, წლის საუკეთესო მხატვარი
- 1979 - პრაღის "კვადრენალეს" ოქროს მედალი
- თეატრალური პრემია "დურუჯი"
- აფხაზეთის დამსახურებული მხატვარი