ვახტანგ ნინუა ( 19 სექტემბერი 1916-1982) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.
სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში; 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა.
მეორე მსოფლიო ომის დროს 31–ე ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა; 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში; 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც. გადაღებულია ფილმებში: "დაგვიანებული სასიძო" (1939), "ქალიშვილი ხიდობნიდან" (1940), "გაზაფხული საკენში" (აგრონომი, 1950), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (სატვირთოს მძღოლი, 1954), "ჩრდილი გზაზე" (შაქრო, 1956), "ოთარაანთ ქვრივი" (1957), "მაია წყნეთელი" (ჯემალა, 1959), "უდიპლომო სასიძო" (ნიკოლოზი, 1961), "პიერი მილიციის თანამშრომელი" (დარაჯი, 1965), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (თავადი ავთანდილი, 1965), "განგაში"(დურმიშხანი, 1968), "ღიმილის ბიჭები" (პარმენი, მასწავლებელი, 1969), "ჩარი რამა" (აბესალომი, 1972), "თვალი პატიოსანი" (1976), "ყვარყვარე" (1978) და სხვ.