დათო-არჩილ სულაკაური 1952
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თელავი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი 1973 წელს, ფერწერის ფაკულტეტი 1974 წელს, ქანდაკების ფაკულტეტი 1978 წელს; მოსკოვის სსრკ სარესტავრაციო სახელოსნოს ასპირანტურა.
1978-1979წწ. იყო ომალოს საშუალო სკოლის პედაგოგი; 1978-1982წწ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II რეფერენტი კულტურის დარგში; 1983-1995წწ. თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. 1974 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ბიბლიური მოტივები" (1978-1999), "შემოდგომა", "თბილისის ძველი უბანი", "წვიმის შემდეგ", "აკვარიუმი" (I და II), "სიმარტოვე", "სახურავები" (1997-1998); "ტახი", "ბუ" (1997); "საიდუმლო სერობა" (1997), "მოსეს გასვლა წითელ ზღვაში" (ჩიკაგო, 1997), "ქორწილი გალილეის კანაში" (მილუოკის ლუთერის ეკლესია, აშშ 1997); გრაფიკული სერიისა: "ბიბლიური მოტივები" (1975-1999), ნამუშევრებისა ქვაში; სამეცნიერო ნაშრომისა "მხატვრისა და მასალის ურთიერთდამოკიდებულება" (1986); სცენარის ავტორი და მხატვარი 5 თოჯინური ფილმისა; ავტორი კინოსცენარისა "ანემია"; შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში "ცეროდენა რაინდები". გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: ლონდონში (1990), თბილისში (1996, 1998-1999), მილუოკში (აშშ 1996); მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში: თბილისი (1990), მოსკოვი (1990), ბელგია (1991), ბარსელონა (1993) რასინი (აშშ, 1995). დაჯილდოვებულია ვისკონსინის კონკურსის პრემიით (აშშ, 1995). მისი ნამუშევრები დაცულია დ. ჯონსონის კოლექციაში (აშშ).
წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.429; pepper.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ეროვნული გვარდია, წევრი (1991-1994)
- სსრკ მხატვართა კავშირი, წევრი (1988-)