არსენ II — X საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი.
ქართლის კათოლიკოსი ყოფილა დაახლოებით 955-980 წლებში. აღუწერია ასურელ მამათა — იოანე ზედაზნელის, ისე წილკნელისა და შიო მღვიმელის ცხოვრება. ეს თხზულება „ასურელ მამათა ცხოვრებათა“ მოკლე რედაქციაა. XI-XII საუკუნეებში იგი მეტაფრასულ ყაიდაზე შეუვსიათ და განუვრციათ.