ნინო სუხიშვილი 1964
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.
1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000წწ. იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები"; მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".
წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.255
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. (2012-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
ბიბლიოგრაფია
- ქართული ქორეოგრაფია : ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა (რედაქტორი). - თბილისი, 2009. - 24გვ.
- ქართული ნაციონალური ბალეტი : ილიკო სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი (შემდგენელი). - თბილისი, 1996. - 136გვ.