ჯეირან ფაჩუაშვილი 1942
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1968 წელს.
1968 წლიდან ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარია; მის მიერ გაფორმებული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ვოლჩეკის "სასამართლო ქრონიკა", ვ. სოფკოს "შორეული ფანჯრები", დ. კვიცარიძის "როცა სიცოცხლე გეძახის", ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამობი", ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება", დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", ნ. დუმბაძის "ნუ გეშინია, დედა", "საბრალდებო დასკვნა", "მე ბებია, ილიკო და ილარიონი", ა. გეწაძის "წმინდანები ჯოჯოხეთში", ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", მოლიერის "ჟორჟ დანდენი" და "ძალად ექიმი", ლ. მიტროფანოვის "მკვლელობა სადგურში", ა. ჩხაიძის "მიკროფონი", რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი", ა. არბუზოვის "ძველმოდური კომედია", ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი", ა. დიუმას "სამი მუშკეტერი", მ. შატროვის "ექვსი ივლისი", ა. სულაკაურის "სალამურა", ა. ყაზბეგის "განკიცხულნი". გორის თეატრში გააფორმა რ. იბრაგიმბეკოვის "ქალი მწვანე კარს იქით" და სხვა.
1997 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია; 1968 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, გაფორმებული აქვს ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა, ფოთის სახელმწიფო თეატრის, სამარის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლები. მისი ნამუშევრები დაცულია ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, რუსეთის, საქართველოს, გერმანიის, ინგლისის კერძო კოლექციებში.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 316; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.85; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია, თავმჯდომარე
- საქართველოს უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1990-)
- ქუთაისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1977-1990)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- ღირსების ორდენი
- საპატიო ნიშნის ორდენი
- საქართველოს დამსახურებული მხატვარი